იტალიური ენის გამოცდა A2 - რა შემთხვევაში გჭირდებათ ენის სერტიფიკატი?

იტალიაში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ იტალიური ენის საბაზისო ცოდნის A2 დონის ტესტის გავლა, რომელიც მოგცემთ ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვაზე წვდომას. რა თქმა უნდა, სხვა აუცილებელი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში.
იტალიური ენის სერტიფიკატი A2, აუცილებელია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქისთვის, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს იტალიაში უკვე მინიმუმ 5 წელია და აპირებს ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვის აღებას. აღნიშნული კანონი იტალიაში 2010 წლიდან მოქმედებს.
როგორ ხდება ტესტისთვის გამოცდის დაჯავშნა?
განაცხადი უნდა გაიგზავნოს იმ პროვინციის პრეფექტურაში, სადაც ცხოვრობს უცხო ქვეყნის მოქალაქე. რეგისტრაციის პროცედურის გავლა ხდება ონლაინ, სპეციალურ ვებსაიტზე: https://portaleservizi.dlci.interno.it/
შესაბამისი უწყება, პირს, განაცხადის გაკეთებიდან 60 დღის განმავლობაში აცნობებს თარიღს და მისამართს, გამოცდის ჩასაბარებლად.
გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, პრეფექტურა გადასცემს ინფორმაციას ქვესტურას, რომელიც თავის მხრივ, სხვა რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში, გასცემს ხანგრძლივ ბინადრობის ნებართვას. გამოცდის შედეგების ნახვა ასევე შესაძლებელია ზემოთ მითითებულ ვებსაიტზე.
თუ პირი ვერ გადალახავს გამოცდას, იგივე პროცედურის გავლა პასუხის მიღებიდან 90 დღის შემდეგ შეუძლია.
გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან 14 წლამდე პირები და ასევე პირები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ენის ათვისებას უშლის ხელს. ეს მდგომარეობა, აუცილებლად დოკუმენტურად უნდა იყოს დამოწმებული.
გამოცდა დაახლოებით 2 საათს გრძელდება და მისი ღირებულება ოფიციალურად 40 ევროს შეადგენს.
ნინა მამუკაძე
იტალია|ფლორენცია
1755707876
ახალი ამბებიქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო...
1755702553
ახალი ამბებიჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...
1755698447
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ
„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...
1755696201
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1755694099
ახალი ამბებიწყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...