“მშვენივრად ვარ ინტეგრირებული, მაგრამ მაინც უცხოელი ვარ სხვის მიწაზე” - ნანა კაკოჩაშვილი იტალიიდან

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს აშუქებენ ExclusiveTV-ზე და მედიამაუწყებლის იტალიის ბიუროს ყოველკვირეულ საინფორმაციო გადაცემაში „იტალიის დრო“, რომელიც ყოველ შაბათს, საღამოს 21:00 საათზე გადის ონლაინ?!

ესენი არიან მედიამაუწყებელ ExclusiveTV-ის გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი ხათუნა შარაძე (პულია); იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ნინა მამუკაძე (ტოსკანა); ჟურნალისტები: მაკა ხაჩოშვილი (კამპანია), დოდო ბრატულიჩი (ლაციო), ნონა გედენიძე (ემილია-რომანია), ანუკა ღონღაძე (ლომბარდია), ნანა კაკოჩაშვილი (პულია), ქეთა სორდინი ჯაფარიძე (ტოსკანა).

გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები უფრო ახლოს გაგაცნოთ. ამისთვის პატარა „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ... იტალიის ბიუროს ყველა ჟურნალისტმა დასვა სამი კითხვა, შემდეგ ეს კითხვები შეიკრიბა და თითოეულმა ჟურნალისტმა აღნიშნულ კითხვებს პასუხი გასცა. მივიღეთ რვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ერთმანეთზე საინტერესო ინტერვიუ, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჯერად, მედიამაუწყებლის იტალიის იტალიის ბიუროს , პულიის რეგიონის ახალბედა წარმომადგენელს ნანა კაკოჩაშვილს გაგაცნობთ.

ნანა კაკოჩაშვილი: დავიბადე და გავიზარდე იმერეთში, ბაღდათის რაიონში, ვისწავლე მაიაკოვსკის მეორე საშუალო სკოლაში, სადაც არა ერთი ღონისძიების მთავარი გმირი ვიყავი. 19 წლის ასაკში წავედი გერმანიაში ქალაქ მიუნხენში იმ იმედით რომ „ამერიკას“ აღმოვაჩენდი და ჩემგან ერთ ერთი გენიოსი დადგებოდა, მაგრამ რეალობას ვერ გავექეცი, უცხო ქვეყანაში პროვინციაში გაზრდილმა გოგომ, ვერ შევძელი მიზნის მიღწევა. გერმანიაში თითქმის ორი წელი ვიმუშავე და ენაც საკმაოდ კარგად ვისწავლე. ძალიან მინდოდა მიუნხენში დარჩენა, მაგრამ შეუძლებელი გახდა ვიზის გაგრძელება. გადაწყვეტილი იყო საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება ბედისწერისთვის მიმენდო, მაგრამ დედამ მირჩია იტალიაში წავსულიყავი, რადგან საქართველოში კარგი არაფერი მელოდებოდა. დედაჩემი იმ დროისთვის უკვე იტალიაში იმყოფებოდა.

მოკლედ ჩამოვედი და დავიწყე იმ საქმის კეთება, რასაც ემიგრანტების უმრავლესობა იწყებს, ემიგრაციის საწყის ეტაპზე - ასე გავხდი „ბადანტე“ანუ მოხუცის მომვლელი. ამის პარალელურად იმედი და ოცნება არ მინელდებოდა, რომ ოდესმე ჩემს დასახულ მიზანს მივაღწევდი. ყველა თუ არა ნახევარი მაინც შევისრულე. 3 წელი ვისწავლე იტალიის განთქმულ პროფესიული მასაჟის სკოლაში „Diabasi“ და უკვე დღეს ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ვიმშვიდებ ჩემს აბობოქრებულ სულს. მაქვს მასაჟის კაბინეტი ბიტეტოში NK BENESSERE. ასევე შევედი კიკბოქსის სკოლაში რომ ჩემი მებრძოლი სული დამეოკებინა, სადაც ჯერ კიდევ ვაგრძელებ სწავლას, რადგან კიკბოქსში ტექნიკა იმარჯვებს და არა ძალა. 

მყავს ორი უსაყვარლესი შვილი - როზი და ალექსი და ერთი ჯადოსნური შავი კატა სახელად „შავი“. ამჯერად ვთარგმნი თემურ კილაძის რომანს (სიყვარულის ერთუჯრედიანობა) რომელიც ვიცი, რომ დიდ პოპულარობას მიაღწევს. ვარ ასევე ExclusiveTv-ის  ახალბედა წარმომადგენელი პულიის რეგიონში.

- რა შეცვალა და რა ვერ/არ შეცვალა შენში ემიგრაციამ?

- ძალიან ბევრი შევცვალე და ჯერ კიდევ ცვლილებების ეტაპს გავდივარ, როგორც ჩვენ ქართველები ვამბობთ "არ ვყრი ფარ-ხმალს" ერთადერთი რომელიც ვერ შევცვალე და მიწევს ხშირად შეგუება, რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს იმის და მიუხედავად რომ 17 წელია აქ იტალიაში ვარ და მშვენივრად ვარ ინტეგრირებული (პუგლიის სამზარეულოთი რომ დავიწყოთ) მაინც უცხოელი ვარ სხვის მიწაზე!

- თავიდან რომ გიწევდეს არჩევანის გაკეთება, მიგრაციისთვის აირჩევდი ისევ იტალიას

- არა! იმიტომ რომ არ მიყვარს გამოცდილების გამეორება, ახალ გამოცდილებას შევიძენდი სხვა მიმართულებით, სხვა შეცდომებით და სხვა სწორი გადაწყვეტილებით !

- დაგეხმარათ თუ არა ჩვენი ერთობლივი საქმის კეთება და ჟურნალისტის სტატუსი კიდევ უფრო თავდაჯერებულობაში და თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- ეს ჩემთვის ახალი სტარტი და სტიმულია და ვიცი რომ ჩემი ცხოვრების ახალი თავგადასავლის ნაწილი  იქნება!

- არის რაიმე განსაკუთრებული თემა, რის გაშუქებაზეც გიფიქრია და როგორ გააშუქებდი?

- მიფიქრია ძალიან ბევრი! მაგალითად სიამოვნებით გავაშუქებდი ქართველი კაცის „ფენომენალურ“ თვისებებზე, რომელიც ძირითადად პასუხისმგებლობის არ ქონის, ფუქსავატობის და ალკოჰოლიზმის სიჭარბით გამოირჩევა. რა ანიჭებთ მათ იმ უპირატესობას, რომ არხეინად იცხოვრონ მეუღლის ან დედის შრომის ხარჯზე.

- როგორც ემიგრაციაში მცხოვრები ჟურნალისტები, რომელსაც აინტერესებს რა ხდება საქართველოში, რომელ მედიას შეიძლება ვენდოთ?

- პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი პროფესია მასაჟისტობაა. ეს ორი პროფესია იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ ხალხთან გვაქვს კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ვადევნებ თვალს ქართულ მედია სივრცეს, რასაც ვახერხებ, იქით მებადება კითხვა: შეიძლება კი რომელიმეს ვენდოთ?

- უცხო მიწაზე თუ ახერხებ, აკეთოთ ქართული საქმე, ან გსურს რომ აკეთო (ჩვენი ერთობლივი საქმის გარდა)?

- შეუძლებელია ქართული საქმე არ აკეთო როცა ქართველად დაიბადები, ჩვენ ხომ მუსიკა გვაქვს სისხლში, ჰო და მეც ქართულად ვმღერი!

- როგორ რეაგირებთ და პასუხობთ ინტერნეტში ტროლებს, ბოტებს?

- არ ვაქცევ ყურადღებას! ჩემს დროს და ენერგიას უფრო მნიშვნელოვან საკითხებში  ვხარჯავ!

- რა არის ქალისთვის სრულყოფილი ბედნიერება?

- არ არსებობს სრულყოფილება, არის მომენტი რომ ხარ ბედნიერი და გრძნობ თავს სრულყოფილად, და რაც შეეხება ქალის სრულყოფილ  ბედნიერებას ვფიქრობ რომ ეს ძალიან პერსონალურია, ვისთვის როგორ, ჩემთვის არის - ვაკეთო ის რაც მე მიყვარს!

- რით ჰგვანან, ან განსხვავდებიან ქართველი და იტალიელი მამაკაცები ერთმანეთისგან?

- ეს ისეთი შეკითხვაა, სადაც ყველა მამაკაცი შეიძლება ერთნაირი გამოიყვანო ქართველი თუ იტალიელი, მაგრამ რითაც განვასხვავებდი სათნოებაა, მეტად გამოხატავენ მხარდაჭერას და თანადგომას!

- რა გაღიზიანებს ადამიანებში?

- უცოდინარი ამპარტავნობა!

- პიროვნების ყოვლისმომცველი და შინაგანი ჰარმონიისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური გზავნილი რა არის?

- ფუსფუსებდეს საკუთარი თავის განვითარებით!

- ერთი რამ, რასაც  შეცვლიდი იტალიურ და ქართულ ტრადიციებში...

- არ მიცხოვრია ტრადიციებით და ამიტომ ვერ გეტყვით რას შევცვლიდი

- ერთი ყველაზე საინტერესო და კურიოზული დღე იტალიაში...

- ჩემი ცხოვრება კურიოზებით არის სავსე, ამწუთას რაც მახსენდება ეს არის რომ: ერთ დღეს  ავარია მომიხდა და შინ  მომიწია ავტობუსით დაბრუნება, ხაზს გავუსვამ რომ ძალიან მიყვარს გემოვნებით ჩაცმა, მოკლედ ავტობუსი არ შევიდა ჩემს ქალაქში და ჩამომსვა გზაზე, სადაც ხშირად მეძავი მანდილოსნები დგებიან. გავყევი გზას ჩქარი ნაბიჯით არიქა ამ ორშვილიან დედას თავი არ მომეჭრას-თქო. უცებ ამუხრუჭებს პატარა სატვირთო მანქანას ორი ახალგაზრდა ბიჭი და მეკიხება: რამდენი გინდა  გოგონი ორივესთან ერთად რომ ითამაშოო? მეც არც აცია და არც აცხელა და შევეკითხე: - რა თამაში გიყვართ კარტი თუ ჭადრაკი-თქო? გადახედეს ერთმანეთს და ხარხარით გააგძელეს გზა!

- რა გეზარებათ და რა არ ყოველდღიურობაში?

- მეზარება ყოველდღიურად ფიქრი იმისა თუ რა გავაკეთო საჭმელი და არ მეზარება ყოველდღიურად ჩემს შვილებს  და მეგობრებს ვეხუმრო და გავამხიარულო!

- რა გენატრებათ და გაკლიათ ქართული, უცებ ყველაზე მეტად რას ისურვებდით?

- მენატრება ბუნებაში გატარებული ბავშვობა, ავიდოდი გორებზე და მთებზე, მიყვარდა რომ გადავყურებდი უსასრულო სამყაროს, უსაზღვროდ მიყვარს ჩურჩხელა, ტკბილი კვერი, ჩირი ყველა სახის და სულ მენატრება იმისდა მიუხედავად რომ ხშირად ახლობლებს ჩამოაქვთ ჩემთვის. ახლა, უცებ ვისურვებდი რომ რეალურად შეიძლებოდეს ჩემი ბებია-ბაბუას, ბიძის, რომელიც მუდამ მეუბნებოდა: „უხ, შენ რა გამოხვალ“  - გადახვევას, ჩახუტებას, რომლებიც ჩემს იქ არ ყოფნაში წავიდნენ ამ ქვეყნიდან. იმედია თავი არ შეგაწყინეთ, წარმატებები მე და თქვენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766428813

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვქონდა სერიოზული გამოწვევები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

 ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალ...

ირაკლი კობახიძე

1766428715

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-თან

 ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც არის პარტნიორობა შესაძლებელი, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძ

1766426838

საზოგადოება

გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარ...

გივი მიქანაძე

1766425349

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას

 ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნ...

თეა ახვლედიანი

1766421543

საზოგადოება

დანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით

 დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმე...

ლარს ლოკე რასმუსენი