პირი რომელიც ეკლესიებს ცეცხლს უკიდებდა, მოძღვარმა შეიწყალა
კამერანოს ეკლესიის წინამძღვარმა ალდო პიერონიმ, 60 წლის ჯუზეპე ეუზების, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სარჩელი უკან გაჰქონდა და ბრალდებულს ყველაფერს პატიობდა. ჯუზეპე ეუზები, თვეების განმავლობაში, რეგიონში არსებულ ეკლესიებს ცეცხლს უკიდებდა, ხოლო ალდო პიერონისა და სხვა სასულიერო პირებს მუქარის წერილებს უგზავნიდა და სიკვდილით ემუქრებოდა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მიმართა სასულიერო პირს, ხომ არ ჰქონდა სურვილი ეპატიებინა ბრალდებულისთვის და გაეტანა სარჩელი. პასუხად ალდო პიერონიმ განაცხადა: „ეს ადამიანი გამუდმებით ბოდიშის წერილებს მიგზავნის, ინანიებს საკუთარ საქციელს, მე უკვე ვაპატიე, ამიტომ, სარჩელი გამაქვს“.
მსგავსად მოიქცა კიდევ რამდენიმე ეკლესიის წინამძღვარიც, რომელთა ეკლესიებიც ასევე დააზიანა პირომანმა.
თუ რატომ უკიდებდა ცეცხლს ეკლესიებს და რატომ ემუქრებოდა სიკვდილით სასულიერო პირებს, ამაზე ბრალდებულმა ასეთი პასუხი გასცა: „იმ პერიოდში მეც და ჩემი მეუღლეც სრულ სასოწარკვეთაში ვიყავით, რადგან ორივე უმუშევრები დავრჩით, ასეთი საქციელისკენ სასულიერო პირების საქმიანობამ მიბიძგა, რომლებიც გამუდმებით ეხმარებოდნენ ემიგრანტებს“.
თვეების განმავლობაში პოლიცია ვერ არკვევდა, თუ ვინ აჩენდა ხანძარს ეკლესიაში, მაგრამ დამნაშავემ თავი შემთხვევით გამოააშკარავა, როდესაც მორიგი ხანძრის გაჩენისას თავად დარეკა სახანძრო სამსახურში, რაც შემდგომ სათვალთვალო კამერების საშუალებითაც დადასტურდა.
მიუხედავად მომჩივანი მხარეების მიერ საჩივრების გატანისა, საქმე არ დახურულა და მომდევნო სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს ჩაინიშნა.
წყარო: Ansa.it
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































