პირველი ქართველი დიპლომირებული და მოქმედი სომელიე იტალიაში
თამარ ჭიჭიბოშვილი პირველი ქართველი დიპლომირებული და მოქმედი სომელიეა იტალიაში. ის ამ პროფესიას სამი წელი პროფესიონალურად ეუფლებოდა "Associazione romana sommelier"- ში და ამის პარალელურად, პატარა მარნების, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას ეწევა იტალიაში, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. თამარს სულ ახლახან გადაეცა დიპლომი და შთაბეჭდილებები, თავის გულშემატკივრებსაც გაუზიარა:
"არ გამოვირჩევი ისეთი პოსტებით რომელიც მე მეხება და იშვიათად თუ დავწერ ხოლმე მიღწეულ წარმატებებზე
მაგრამ ეს ის მომენტია აუცილებლად უნდა დავწერო და მადლობა გადაუხადო რომის სომელიეთა ასოციაციას პრეზიდენტს ანტონელო მოსკაჩი, დირექტორს რენატო პროკაჩი და ჩემს უსაყვარლეს კოლეგებს!
გუშინ ჩვენი ასოციაცია 30 წლის გახდა!
საიუბილეო საღამოს ბოლოს გადმოგვეცა ასოციაციის დიპლომი და ჯილდო, მათ შორის მეც მერგო წილად ეს წარმატება და სიხარული!
2019 წლიდან ვეუფლები პროფესიას რომელიც არც თუ ისე პატარა ასაკში აღმოვაჩინე რომ ჩემია, ყოველდღიურად ვიზრდებოდი ამ წლების განმავლობაში და ყოველდღიურად ვგრძნობდი მხარდაჭერას ქართველი, თუ იტალიელი მეგობრებისგან!
არ დაგავიწყდეთ ასოციაციაში ერთადერთი უცხოელი ვარ ისიც საქართველოდან! და ქართული ღვინის ელჩს მეძახიან და ქვევრის გოგოს.კურსზეც ერთადერთი ვიყავი ქართველი და ყოველთვის ვგრძნობდი დაფასებას და სიყვარულს!ჩემს მიმართ? არამარტო, ჩვენი ტრადიციის მიმართ, ჩვეული უნიკალური ღვინის მიმართ და ჩემი პატარა საქართველოს მიმართ," - გვიზიარებს ემოციებს თამარ ჭიჭიბოშვილი.
1781537225
ახალი ამბებისაქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ - შიო III-ს შეხვდნენ
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. ინფორმაც...
1781535509
ახალი ამბებიშსს: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე
2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს...
1781533805
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „პოსტკონფლიქტური...
1781532623
ახალი ამბებიმაია ბითაძე: მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ აგრესიული, მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა, ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის
მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ საკმაოდ აგრესიული და მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა. მისი განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ ახალი არ არის, რადგან ეს ადამიანი თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებს,...
1781531371
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
ცაჰკნას განცხადების უკან მთელი პოლიტიკა და სტრატეგიული გეგმა დევს. მოწოდებაა, რომ ექსტრემისტული დაპირისპირება განვითარდეს და საქართველოში ცეცხლი დაინთოს. უკვე ღიად საუბრობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნე...































