რამდენი წელი მიესაჯა “ბადანტეს” მოხუცის მკვლელობისთვის?! - პროკურორი უვადო პატიმრობას ითხოვდა!

იტალიაში, 81 წლის უნარშეზღუდული მოხუცის, მარია ლუიზა ლომბარდის მკვლელობაში ბრალდებულ უკრაინელი ეროვნების მომვლელს, 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიუბოვ ტკაჩუკმა, მოხუცი ქალი ცემით მოკლა. შემთხვევა, 2020 წლის მაისში, რომში მოხდა.

მოხუცს სახისა და მკერდის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. "ბადანტემ" ქალის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ თავი იმით იმართლა, რომ მოხუცი სახლში შემთხვევით წაიქცა, მაგრამ ცემის ფაქტი ვიდეოთვალთვალის სისტემის საშუალებით გამოვლინდა. პროკურორი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.

სასამართლომ, 24 წლიანი სასჯელი, მომვლელს, სასტიკად მოპყრობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის გამოუტანა, მაგრამ მოსამართლემ უკრაინელი "ბადანტე" გაათავისუფლა არასათანადო მოპყრობის ბრალდებიდან, წინა წლების ეპიზოდებისთვის. ბრალდებულს დიდი რაოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755707876

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

 ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტო ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო...

აა

1755702553

ახალი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

 ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...

საავტომობილო მოძრაობა

1755698447

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...

პოლიტიკოსები

1755696201

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი