რას ნიშნავს „ფერაგოსტო“-ს დღესასწაული, რომელსაც იტალიაში 15 აგვისტოს აღნიშნავენ

„ფერაგოსტო“-ს (ferragosto) წარმოშობა და ისტორია

იტალიაში, ფერაგოსტო არის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღესასწაული, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის.
აღინიშნება ყოველი წლის 15 აგვისტოს და მიიჩნევენ დასვენების დაწყების არა ოფიციალურ დღედ.
ითვლება იტალიის უძველეს დღესასწაულად, რომელიც დაარსდა ქრ. შობამდე 18 წელს და არის წარმართული და ქრისტიანული ტრადიციების ნარევი.

სახელი „ფერაგოსტო“ მომდინარეობს ლათინურიდან "fariae Augusti", რაც ნიშნავს „ავგუსტუსის დღესასწაულს“, ეწოდება რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად.

ანტიკურ რომში, აგვისტოს თვეში უკვე აღინიშნებოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულებისადმი მიძღვნილი მრავალი დღესასწაული, დაახლოებით 25, თუმცა იმპერატორ ავგუსტუსმა გააერთიანა და უზრუნველყო ერთთვიანი დასვენება რომაელი მოსახლეობისათვის.

„ავგუსტუსის დღესასწაული“ ემთხვეოდა აგვისტოს თვის პირველ რიცხვებს, მუშები ულოცავდნენ მეპატრონეებს ამ დღეს და სანაცვლოდ ფულს ან საკვებს იღებდნენ საჩუქრად. ზეიმის დროს, მთელ იმპერიაში ეწყობოდა ცხენების დოღი, ხარებს, ვირებსა და ჯორებს ათავისუფლებდნენ სამუშაოსგან, მოედნებზე გამოჰყავდათ და ყვავილებით რთავდნენ.

შემდგომ, ტრადიცია თანდათან შეიცვალა, კათოლიკური ეკლესია, 15 აგვისტოს აღნიშნავდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, ამიტომ მოხდა მათი გაერთიანება.

„ფერაგოსტო“-ს პერიოდში ხშირად გადიოდნენ პიკნიკის მოსაწყობად ქალაქგარეთ, ეს ტრადიცია დაიბადა ფაშისტური იტალიის პერიოდში: დაახლოებით 15 აგვისტოსთვის მატარებლის ბილეთების ფასი საგრძნობლად მცირდებოდა, რათა დასვენების საშუალება ჰქონოდათ აგრეთვე, ეკონომიურად დაბალი ფენის წარმომადგენლებსაც.

პიემონტესა და ლომბარდიის რეგიონებში, მე-20 საუკუნის ბოლომდე არსებობდა ტრადიცია "dare ferragosto", რომლის დროსაც მეპატრონეები ხელქვეითებს უკეთებდნენ პატარა საჩუქრებს ფულის ან საკვების სახით.

დღესდღეობით „ფერაგსტო“-ს აღნიშნავენ ქალაქგარეთ პიკნიკით, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ზღვაზე ან მთაში მიემგზავრებიან და რეგიონებში მართავენ ფესტივალებს.

წყარო: იტალიური ენა და კულტურა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765123695

მსოფლიო

მედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...

ფრიდრიხ მერცი

1765121147

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ

უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...

მეუფე შიო

1765117473

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია

საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...

გიორგი გაბუნია

1765116966

ახალი ამბები

ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული

გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

1765112434

საზოგადოება

კალაძე BBC-ის რეპორტაჟზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით აზიანებს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე - არ...

კახა კალაძე