რომში, იტალიელი სტუდენტებისთვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობის მიზნით, ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ რომში ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ასოციაცია Global Action Italy-ის პროექტის - Diplomacy Education ფარგლებში, რომის სან ჯუზეპე დელ კაბურლოტოს ინსტიტუტს ეწვივნენ, სადაც ლინგვისტიკის ლიცეუმის სტუდენტებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ; განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ქართული ენისა და დამწერლობის მიმართ.
მსმენელები გაეცნენ პოლიტიკის, ეკონომიკის და საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებს, თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
პროექტის Diplomacy Education ინაუგურაცია, რომელსაც მხარს უჭერენ რომში წარმოდგენილი გაეროს ორგანიზაციები, 2018 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო სამინისტროში შედგა. პროექტის მიზანია რომის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა შორის საერთაშორისო პოლიტიკური პროცესებისა და კონკრეტული სახელმწიფოების შესახებ ცოდნის ამაღლება."
1777313192
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხ...
1777312639
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...
1777309893
საზოგადოებაიონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...
1777309464
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა
არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...
1777309108
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...


























