2023 წლიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა 25 წლით გაიზრდება, ცივი ომი დაიწყება - Saxo Bank-ის გამაოგნებელი პროგნოზები

დანიურმა საფინანსო-ტექნოლოგიურმა კომპანიამ Saxo Bank 2022 წლის არაოფიციალური „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება“ გამოაქვეყნა, რომელშიც ძირითადად ნაკლებად სავარაუდო მოვლენებია შეტანილი. ორგანიზაციის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ამ სავარაუდო მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ბაზრებზე.

მაშ ასე, ბანკის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წელს ეკონომიკაში დიდი ინვესტიციები დაბრუნდება, დაიწყება ახალი კოსმოსური რბოლა და ცივი ომი, აშშ-ში ინფლაცია 15%-ს მიაღწევს, ხოლო ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25 წლით გაიზრდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ლიდერები ინფლაციის ზეწოლისა და სოციალური მღელვარებების რისკის გამო უარს იტყვიან კლიმატურ დღის წესრიგზე და გააუქმებენ საინვესტიციო ბარიერებს - 5 წლით ნავთობის, ხოლო 10 წლით გაზის მოპოვებაზე. შედეგად, ნავთობი და გაზი 50%-ით გაძვირდება.

Saxo Bank-ში ვარაუდობენ, რომ 2023 წლის დასაწყისისთვის აშშ-ში, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინფლაცია 15%-ს მიაღწევს.

ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ძლევამოსილი შეიარაღების მქონე ქვეყნები ჰიპერბგერითი იარაღის წარმოებაზე გადავლენ.

ასევე ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ბიომედიცინაში, რაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას პერსპექტივაში 25 წლით გაზრდის. თუმცა ეს ძალიან დიდ ფინანსურ და ეთიკურ პრობლემებსაც შექმნის: ჰუმანური იქნება თუ არა, რომ ეს „კოქტეილი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს?

შეგახსენებთ, რომ გასული წლების ზოგიერთი „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება“ ახდა. მაგალითად დონალდ ტრამპმა ვერ მოახერხა არჩევნებში გამარჯვება.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რას უნდა ველოდოთ 2023 წელს და ვანგას რომელი წინასწარმეტყველება ახდა 2022 წლის

🔵მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როცა უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან - პუტინი

🔵"უკრაინაში ცხედრებიც დანაღმულია" - უკრაინული მხარე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791456032

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...

ლაშა გეგეჭკორი

1791455673

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....

პენიტენციური სამსახური

1791454911

ახალი ამბები

სგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...

არადეკლარირებული ვერცხლი

1791454427

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...

ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1791452027

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...

ცოტნე ანანიძე