დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის"უჭკნობი ყვავილის" დღესასწაულია - რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ?

16 აპრილს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის "უჭკნობი ყვავილის" დღესასწაულია.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ხატს ევედრებიან წმინდა და მართალი ცხოვრების დაცვისათვის.

ამასთან, ის ეხმარება საქმროს, ან საცოლის შერჩევისას. ამ ხატის წინაშე წმინდა და მხურვალე ლოცვა ოჯახური პრობლემების მოგვარებაშიც შეეწევა. მრავალგზის სნეულებათაგან კურნებას აღასრულებს.

ამ ხატზე ღვთისმშობელი ყრმასთან ერთად არის გამოსახული, ხელში მას ყვავილი უპყრია. 

ტროპარი

გიხაროდენ, ღვთისა სძალო, კუერთხო საიდუმლოო, ყვავილო დაუჭნობელად აღყუავილებულო. გიხაროდენ დედუფალო, რომლისა მიერ სიხარულით აღვივსენით და ცხოვრებაი მოგვიღებიეს.

ლოცვა

"ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტიანეთა სასოო და ცოდვილთა ნავსაყუდელო, ყოველნი მოლტვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაი ჩვენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩვენისაო, შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან – ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩვენთათვის. მეყავ ჩვენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხოვრებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოი, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავ მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეი გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩვენ ზედა. ჰოი, დედაო უფლისა შემოქმედისა ჩვენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყვავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმინდისა. გარდამომივლინე შეწევნაი შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ – არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩვენისანი, რაითა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაი ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაითა ვიხსნეთ ჩვენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ასევე საინტერესოა:

🔵 უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

🔵 9 და 11 წლის ბავშვებმა რუსთავში მანქანა მოიპარეს და ორ ავტომობილს შეეჯახნენ

🔵 ირაკლი ღარიბაშვილი: მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი რუკა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი

1755692506

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

5 516 აბი არადეკლარირებული

1755689013

ახალი ამბები

„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...

პროკურატურა

1755688007

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...

ლევან მახაშვილი

1755685048

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები