"ერთმანეთი გავიცანით ციხეში" - მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ოთხწლიან ფარულ რომანს ფარდა ახადა
მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ოთხწლიან ფარულ რომანს ფარდა ახადა.
მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული, ერთ-ერთი პარტიის წევრი გახლავთ.
მარკუსი ,,სარკეს” უამბობს, მან და დალიმ ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი წინააღმდეგობა და სირთულე დაძლიეს. სწორედ ამ სიყვარულმა უბიძგა წყვილს, რომ მყუდრო ბუდე ქალაქგარეთ მოეწყო. კახეთში სახლი ააშენეს და ასე გახდა მარკუსი ბოდბისხეველი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– ჩვენ ფაქტობრივად 4 წელია ერთად ვართ. რატომღაც ხალხმა ჩათვალა, რომ ხელი მოვაწერეთ, დავქორწინდით, მაგრამ ასე არ არის. ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, მაგრამ ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ქორწინების ფურცელი ჩემთვის და ჩემი რჩეულისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ალბათ ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ, რადგან ჩვენ ბევრი რამე გამოვიარეთ ამ ხნის განმავლობაში, იყო აღმართებიც და დაღმართებიც. მოგეხსენებათ, როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
– რატომ დაგჭირდათ 4 წელი ამ რომანის გასაიდუმლოება?
– ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის.
– როგორ დაიწყო 4 წლის წინ ეს ამბავი? ამბობენ, რომ თქვენი რჩეული ქალთა კოლონიაში გაიცანით.
– ჩვენი ურთიერთობა ძალიან უჩვეულო გარემოში დაიწყო. პოეტმა ნანა ცინცაძემ ქალთა კოლონიაში გააკეთა საღამო, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. ნანას თან ახლდა თავისი მეგობარი დალი ხაბულიანი.
– ანუ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თქვენ მსჯავრდებული შეგიყვარდათ, მცდარია?
– დალი იმ საღამოს ისეთივე სტუმარი იყო, როგორიც მე. ძალიან მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამის გავრცელება ან თუნდაც ასე ყოფილიყო, რა არის ამაში ცუდი?! უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ციხეში.
– დალის ოჯახმა როგორ მიგიღოთ?
– დალის ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს და საუკეთესო მეგობრები ვართ.
– ოდესმე წარმოიდგენდით, რომ გვერდით პოლიტიკოსი ქალი გეყოლებოდათ?
– დალი პროფესიით იურისტია და ძალიან განათლებულია. აღმოჩნდა, რომ არც მე ვყოფილვარ პოლიტიკიდან შორს. საქართველოს ბედი ძალიან მაღელვებს და ამ თემაზე ხშირად გვაქვს ხოლმე დისკუსიები.
– ყოველთვის ამბობდით, რომ მარტოსული ადამიანი ხართ. ადვილად დათმეთ მარტოობის სამყარო?
– მეც და დალიც ინტროვენტები ვართ, რაც მეტად კომფორტული მდგომარეობაა ჩვენთვის. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან კულტურული, ერთმანეთს ვაძლევთ თავისუფლებას, რომ გვქონდეს ჩვენი პირადი სივრცე. ჩვენ ვართ ძალიან თანამედროვე, ცივილურ ურთიერთობაში და არ ვიკარგებით ქართულ, ტრადიციულ ცოლქმრულ ვალდებულებებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* თურქეთის მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა - საგარეო უწყება
* თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 200-ს აჭარბებს
1769932183
საზოგადოებადონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ
შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...
1769930880
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...
1769930555
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრ...
1769929652
ახალი ამბებიაჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკა...
1769929351
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწ...




























