ლაო ჯინ ჯაო-ადამიანი, რომელმაც საქართველოში ჩაის კულტურა დანერგა
იცოდით საქართველოში ვინ ჩამოიტანა და დანერგა პირველმა ჩაის კულტურა, ალბათ ბევრ თქვენგანს, ამის შესახებ, ცოტა ინფორმაცია აქვს. თუ უფრო მეტი გაინტერესებთ, აუცილებლად გააგრძელეთ ამ სტატიის კითხვა, საიდანაც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.
ჩაის კულტურის სპეციალისტი, დიდგვაროვანი ოჯახის შვილი- ლაო ჯინ ჯაო, კონსტანტინე პოპოვის მიერ ჩინეთიდან 23 წლის ასაკში იქნა მოწვეულ. მისი პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული. ჯინ ჯაოს სამართავად ჰქონდა გადაცემული რამდენიმე მამული აჭარაში: კაპრეშუმში – „ნაკრძალი“, სალიბაურში – „სალაღობო“, ჩაქვში - „საამო”. საუფლისწულო მამულებში მუშაობის 10 წლის თავზე იგი მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით დააჯილდოვეს. 1911 წელს მან ბათუმის მახლობლად, ჩალთაში 1200 მანეთად 10 დესეტინა მიწა შეიძინა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო.
როგორც საარქივო წყაროები იუწყებიან: "ლაო ჯინ ჯაო 1893 წლის 4 ნოემბერს ჩამოსულა ბათუმში, ცხრა ჩინელ ჩაის სპეციალისტთან ერთად.თვითონ ლაო აღნიშნავს რომ ერთი ამათგანი სამშობლოში დაბრუნებულა, მიზეზთა გამო, ხოლო დანარჩენი ბათუმში დაღუპულა მალარიით. ამ დროისათვის ლაოს ჩინეთიდან ჩამოუტანია რამდენიმე ათასი ჩაის ორიგინალური ნერგი და ასობით ფუთი ჩაის თესლი. ერთდროულად მუშაობა დაუწყია სამ მამულში და უკვე სამ წელიწადში ორასი ფუტი ჩაიც მოუწევია. ამის შემდეგ ჩქარი ტემპით წასულა საქმე წინ თან წარმატებით, 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ლაო ჯინ ჯაოს გამოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მოუპოვებია- "მსოფლიოში საუკეთესო კავკასიური კონსტანტინ პოპოვის ჩაისთვის".მის სახელს უკავშირდება ჩაქვში ორენჟერიისა და ჩაის გადამამუშავებელი პირველი ფაბრიკის შექმნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ორეგანოს მაგიური თვისებები - როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...






























