ორეგანოს მაგიური თვისებები - როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება
ორეგანო ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასი სამკურნალო მცენარე გახლდათ. კურნავდა ჯანმრთელობის პრობლემებს ზღვის ავადმყოფობით დაწყებული, გველის შხამის საწინააღმდეგო მოქმედებით დამთავრებული. დღესდღეობით კი ის უფრო მეტად ცნობილია როგორც მწვანილი/სანელებელი, ვინაიდან მედიცინა წარმოუდგენლად შორს გაიჭრა მას შემდეგ.
ორეგანო მწვანე მაგიაშიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მცენარეა და მეც ხშირად ვიყენებ მას. ორეგანოს მაგიურ თვისებებში შედის: ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭება, დაცვა, სიყვარული, კომუნიკაცია და მრავალი სხვა.
პლანეტები: მერკური და ვენერა
სტიქია: წყალი
სქესი: ფემინინური
მაგიური გამოყენება:
1. სახლში ბედნიერების მოსაზიდად მოათავსეთ ორეგანო ქისაში და დაკიდეთ კარზე.
2. თუ ორეგანოს ბაღში ან სახლის ეზოში დარგავთ, ის დაგიცავთ ნეგატიური ენერგიისგან.
3. ორეგანო კარგია ისეთ ოთახებში, სადაც ხშირი დაძაბულობაა. რადგან ის ამ ყველაფერს ამსუბუქებს. (მაგ: სამსახურში)
4. თუ გეგმავთ გამგზავრებას და გსურთ ‘’ჯადოსნური სამოგზაურო დაცვა’’ მოათავსეთ ორეგანოს თითო ფოთოლი თქვენი ფეხსაცმლის ლანჩებში. ის მოგიტანთ მშვიდ და ბედნიერ მოგზაურობას.
5. ორეგანოთი მომზადებული კერძი საუკეთესო გათვლაა სტუმრებთან არაჩვეულებრივი კომუნიკაციისთვის.
6. ორეგანოს აბაზანები არაჩვეულებრივია დამამშვიდებელი მიზნებისთვის, თუ გაქვთ დაძაბულობა და იმყოფებით რთულ მდგომარეობაში, აუცილებლად მიიღეთ ორეგანოს აბაზანები. აკეთეთ კვირაში 1 ჯერ მანამ, სანამ საჭიროდ ჩათვლით.
მნიშვნელოვანი ფაქტები ორეგანოს შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:
„Origanum vulgare“ ყვავილოვანი მცენარეა. ორეგანოს ძალიან ამსგავსებენ მაიორამს, თუმცა ეს ორი სხვადასხვა მცენარეებია.
ორეგანოს შესახებ პირველი ცნობები საბერძნეთის კულტურაში გვხვდება, თუმცა არის დაშვება იმისა, რომ მას ბევრად უფრო ადრე, ქრისტეს შობამდე 3000 წლით ადრე მოიხმარდნენ.
ორეგანოს შესახებ არისტოტელეც კი წერდა. ის დააკვირდა კუს ქმედებას, რომელიც გველის ნაკბენის შემდეგ ორეგანოს ჭამდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ორეგანო ძლიერი ანტიდოტია არამხოლოდ გველის ნაკბენზე, არამედ ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის კანის პრობლემებზე და ორგანიზმში არსებულ ანთებებზე. ცნობები ორეგანოს შესახებ ჰიპოკრატესთანაც მოიპოვება. ის პირადად იყენებდა ორეგანოს გასტროენტერიტის სამკურნალოდ. სწორედ ჰიპოკრატე იყო ადამიანი, რომელმაც პირველად დაიწყო საუბარი ორეგანოს სამკურნალო თვისებებზე.
ორეგანოს შუა საუკუნეებში იყენებდნენ როგორც საღეჭ საშუალებას, რომელიც ანთებითი პროცესებისგან გამოწვეულ ტკივილებს აყუჩებდა. ასევე ამაღლებდა იუნიტეტს, აუმჯობესებდა სისხლის მიმოქცევას და იცავდა გაციებისგან. ორეგანოს ნაყენი დღემდე ცნობილია სიცხის დამწევად და ღებინების საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებად.
დედოფალი ელისაბედის დედოფლობის ხანაში (155-1603) ორეგანო ვარსკვლავურად პოპულარული გახდა ინგლისში. მას იყენებდნენ ყველგან და ყველაფერში. ჯანმრთელობის პრობლემებთან საბრძოლველად, სუნამოებში, საკვებში და რაღა თქმა უნდა მაგიაში. სჯეროდათ, რომ მას მოჰქონდა იღბალი და კარგი ჯანმრთელობა.
ორეგანო პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, მისი სახელი იქნება ‘’მთის სინათლე’’.
ზოგიერთი ორეგანოს სახეობა იმდენად მძაფრია, რომ თუ პირდაპირ დააგემოვნებთ შეიძლება ენაც კი დაუბუჟოს ადამიანს.
ორეგანო სავსეა ანტიოქსიდანტებით. ის შეიცავს 30ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე სხვა სამკურნალო მცენარეები.
სტატია მომზადებულია მარი (rod) - ის მიერ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ხალხური მედიცინა კორონავირუსის წინააღმდეგ
⭕ რა არის მუდმივი სილამაზის საიდუმლო - ჩინელი ქალების რუტინა
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...






























