მთხოვა: გეხვეწები მამა გაბრიელს შემახვედრეო - საოცარი ისტორია წმინდანის ცხოვრებიდან
„ერთი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი შემხვდა, მთხოვა: გეხვეწები მამა გაბრიელს შემახვედრეო.
ვუთხარი, ასე ადვილად ეგ საქმე არ გამოვა, დრო მჭირდება-მეთქი.
მივდექი, მოვდექი, შევაწუხე ხალხი და როგორღაც მოვახერხეთ მამა გაბრიელთან შეხვედრა. არადა, მიკვირდა ამ უღმერთოს იმ წმინდა კაცთან რა უნდა-მეთქი.
ტაძრის ეზოში დაგვხვდა მამა გაბრიელი, პირველი მე მივედი, ხელი ჩამომართვა, მერაბს კი ეუბნება, აქ რამ მოგიყვანაო, ისე უთხრა, თითქოს იცნობდნენ ერთმანეთს, მერაბსაც გაუკვირდა, მაგრამ არ დაბნეულა და უთხრა:
– მამა გაბრიელ, რწმენა დავკარგე და ღმერთს ვერ ვპოულობო…
– მერედა, ღმერთს შენი მეზობლის ცოლის კალთაში იპოვიო?! – უპასუხა მამა გაბრიელმა.
მერაბი გაშრა, შუბლზე ცვარად მოედო ოფლი, ვეღარ გაუძლო ბერის დაჟინებულ მზერას და თავი ჩაღუნა, იმის იმედით, რომ მამა გაბრიელი მის თვალებში ვეღარ ამოიკითხავდა ყველაფერს.
– მოდიხარ ჩემთან, – გააგრძელა მამა გაბრიელმა, – მოდიხარ ჩემთან და მთხოვ ღმერთი გაპოვნინო? – გუშინ, ბაზარში ღარიბ-ღატაკ პატარა ბიჭს რომ ევაჭრებოდი და რის ვაი ვაგლახით მოაცემინე ის ერთადერთი ცხვარი კაპიკებად, მერმე წახვედი, ჯიბიდან ბღუჯა ფული ამოიღე და აქეთ-იქით აფრიალე, იმ ცხვრის ხაშლამით გამომსკდარმა და ყანწებით გამოფრუტუნებულმა, – აი მაშინ იმ ღატაკი ბავშვის თვალებში რატომ არ ეძებდი ღმერთს?! – მერაბი თავს ზემოთ ვეღარ წევდა, ეტყობოდა რომ ტიროდა.
– დღეს, ტაძარში მომავალს ჯიბეში მანეთიანიღა რომ გედო და გზად მოხუცი უპოვარი დახმარებას გევედრებოდა რა უპასუხე?! – ტაძარში მივდივარ და სათლის ფული მაქვს დარჩენილიო?! – რატომ არ დაინახე იმ მოხუცის შიმშილით ჩაცვენილ ლოყებში და ცრემლითა და სირცხვილით სავსე თვალებში უფალი?!
შენი უცოდინარი შვილის სამსახურში ასაყვანად, რატომ გააშვებინე ის ბეჯითი ყმაწვილი, თავის საქმეს კარგად რომ აკეთებდა, განა იმის ლოგინად ჩავარდნილ დედას შენი შვილი მიუტანს წამალს, თუ შენ?!
შენ შვილო ჩემო ღმერთს ვერ იპოვი მეზობლის ქალის კალთაში, ვერ იპოვი უზომო სმა-ჭამაში, ვერ იპოვი ყველაზე დიდი სანთლის დანთებაში, ვერ იპოვი უსამართლოდ დაწინაურებული შვილის მომავალში. ღმერთი, მეზობლის ზურგში დანის ჩარტყმა კი არა, მეზობლის გვერდში დგომა და გატანაა! ღმერთი გაჭირვებულისთვის ვაჭრობის დაწყება კი არა, იმაზე მეტის მიცემაა, ვიდრე თვითონ აფასებს! ღმერთი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რომლებიც ჩვენს მომავალს აშენებენ და არა მათთვის ხელის შეშლა! ღმერთი უპოვრისათვის 5 კაპიკის ჩუქება უფროა, ვიდრე 2 მანეთიანი კელაპტრების დანთება ტაძარში, რადგან კაცთა სიყვარულით გაცემული 5 კაპიკი, იმ 2 მანეთიან კელაპტარზე მეტად გაანათებს შენს სულს.
ღმერთს არ მიუტოვებიხარ, ღმერთი შენი გულის კუთხეში გადამალე, მთელი გული კი მრუშობას, ვაჭრობას, ბოღმასა და შურს დაუთმე, ამიტომ დღეიდან, თუ მართლა ნანობ, თქვი უარი ყოველივე ამაზე და ღმერთს იმწამსვე იგრძნობ შენს სულში, გონებაში და სხეულში.
შემდეგ გამიღიმა, კარგით ახლა ბავშვებო, ნუ დაღონდებით, წამოდით ახლა ერთი ჭიქა დავლიოთო…”
ეს იყო ღვთისაგან გამოგზავნილი სასწაულმოქმედი, რომელიც განკაცდა, რათა ადამიანებისათვის წართმეული და შერყვნილი რწმენა, სიყვარული და სწორი გზაზე სვლა დაებრუნებინა!”
წყარო:http:evpatori.ge
ასევე წაიკითხეთ:
🔵ვაი რუსეთს! ასეთი შთამომავლობა თავად მას გაანადგურებს მომავალში - ლელა კაკულია
🔵უკრაინელები უფრო ძლიერები და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა - ჯო ბაიდენი
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































