ქუთაისში გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა

„კლინიკა ბომონდი“-ს კარდიოლოგიური დეპარტამენტის გუნდმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა.

ინფორმაციას ამის შესახებ, თავად კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"57 წლის მამაკაცმა კლინიკას დახმარებისთვის 2 ივნისს, ღამის საათებში მიმართა.

კლინიკაში შემოსვლის მომენტში პაციენტს გულ-მკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა.

პაციენტს შემოსვლისთანავე დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა არასტაბილური ჰემოდინამიკა.

სასწრაფოდ იქნა მიღებული ოპერატიული ღონისძიებები, პაციენტი მოთავსდა ანგიოკათეტერიზაციის ლაბორატორიაში, ჩაუტარდა კორონაროგრაფია ერთი სტენტის იმპლანტაციით.

განხორციელდა დეფიბრილაციის 5 ეპიზოდი, რაც წარმატებით დასრულდა.

ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა გრძელიძე.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ინტერვენციონისტი გიორგი შაკინოვი და კარდიოლოგი ხათუნა გრძელიძე მონაწილეობდნენ", - აღნიშნულია კლინიკა "ბომონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "გადასხმები უკეთდება, ოდნავ მოფერიანდა კიდეც" - გიული ალასანია სააკაშვილზე

* "დაწყნარდით, ამას ვამბობ პირველივე დღიდან" - რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790194725

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტ...

გია ვოლსკი

1790192877

ახალი ამბები

გია ვოლსკი: მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

„მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლ...

გია ვოლსკი

1790191265

ახალი ამბები

კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე...

კახა აბულაძე

1790190583

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები „წარსულში გამართული საუბრების გაგრძელება“ იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მ...

 მარკო რუბიო

1790187959

ახალი ამბები

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტე...

გაერო გაერო