სოლარიუმი და ჯანმრთელობის რისკები - ეს საინტერესოა

დერმატო-ვენეროლოგი, FIFA-ს ექსპერტი ზაზა თელია სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" პირად გვერდზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ წერს:

🛑 სოლარიუმი და ჯანმრთელობის რისკები

♨️ არსებობს ხშირი სპეკულაცია რომ სოლარიუმი უსაფრთხოა, ასევე რომ ის ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას

👇 სამეცნიერო მტკიცებულებების სწრაფი მიმოხილვა

🛑 სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში არსებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს სიძლიერით.

არ არსებობს უსფართხო გარუჯვის ცნება მედიცინაში.

მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 67%-ით, ბაზალურუჯრედოვანი ბიბოს განვითარების რისკს 29%-ით.

სამეცნიერი მტკიცებულებით რისკები იმდენად დრამატულად მატულობს რომ რიგ ქვეყნებში გარუჯვის მიზნით სოლარიუმის გამოყენება აკრძალულია.

აშშ-ში FDA-ის რეგულაციით ყველა აპარატზე გამოკრულია ე.წ Warning Label

🛑 სოლარიუმი არ არის უფრო უსაფრთხო ვიდრე მზის ულტრაიისფერი სხივები

გამოკითხულ მოზრდილ ადამიანთა 25%-ს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს (AAD Survey).

გარუჯვა სოლარიუმი ან მზის ულტრაიისფერი სხივები ნაადრევად აბერებს კანს.

ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები, კანის სიმკვრივე ნაადრევად ვითარდება იმ ადამიანებში ვინც ირუჯება. მათ უვითარდებათ "ტყავისებური კანი".

🛑 გარუჯვა ადრეულად აბერებს კანს

სოლარიუმის გამოყენება დრამატულად აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.

სოლარიუმს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზაინება.

სოლარიუმისგან მიყენებული დაზიანებები ხშირია, როგორებიცაა - დამწვრობა, გონების კარგვა, თვალის დაზიანება.

🛑 "ბაზური", პირველად რუჯს არ შეუძლია მოახდინოს დამწვრობის პრევენცია

ბევრს სჯერა რომ სოლარიუმში უკვე მიღებული რუჯით შესაძლებელი მოახდინონ კანის დამწვრობის პრევენცია.

ეს მითია, შესაძლებელია დამწვრობა ამ შემთხვევაშიც განვითარდეს.

ყოველ ჯერზე როდესაც იღებ რუჯს ან დამწვრობას, შენ ასევე აზიანებ დნმ-სს, რითაც იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი.

🛑 რუჯზე უარის თქმით შენ ამცირებ კანის კიბოს რისკს

ქალები რომლებიც ირუჯებიან სოლარიუმში 30 წლამდე ასაკში - აქვთ 6-ჯერ მომატებული მელანომის განვითარების რისკი.

🛑 სოლარიუმის გამოყენებით D ვიტამინს ვერ მივიღებთ

ალბათ გსმენიათ ამის შესახებ

მაგრამ....

სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები უპირატესად გამოყოფს UVA (ულტრაიისფერ A სხივი), ორგანიზმს კი სჭირდება UVB (ულტრაიისფერი B სხივი) იმოსათვის რომ წარმოქმნად D ვიტამინი.

D ვიტამინის ადექვატური რაოდენობის მისაღებად რეკომენდებულია ადექვატური კვებითი რაციონი.

👉 D ვიტამინის (25 OH D) ნორმალური მაჩვენებელია - >20ნგ/მლ

<12ნგ/მლ ნიშნავს დეფიციტს

D ვიტამინის ათვისების კარგი წყაროა მზის სხივები.

საჭიროა დღის განმავლობაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთით მზის სხივების ზემოქმედება კანზე და ჩვენ საჭირო რაოდენობა გვექნება.

ალტერნატიული კარგი საკვები წყაროა:

👌 ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, ოკეანის ან ზღვის თევზეულობა

👌 ძროხის რძე, სოიო, ნუში, შვრია

👌 კვერცხი

👌 ღორის ხორცი

👌 მარცვლეული

მზის ულტარიისფერი სხივების კანის პატარა უბანზე (მაგალითად სახე) სხივების 10-15 წუთიანი ზემოქმედება სრულად საკმარისია.

🛑 გარუჯვაზე დამოკიდებულება (Addiction) სერიოზული რისკია

სამეცნიერი მტკიცებულების მიხედვით გარუჯვა იწვევს დამოკიდებულებას.

18-დან 30 წლის ასაკის თეთრ კანიანი ქალების დაახლოებით 20%-ში დაფიქსირებული გარუჯვაზე დამოკიდებულება.

მათ უჭირთ გარუჯვაზე უარის თქმა, როდესაც ისინი იღებენ ბალანსირებულ, არაგადაჭარბებულ ულტრაიისფერ სხივებს ეწყებათ დეპრესია და მოუსვენრობა.

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარუჯვაზე დამოკიდებულების პრევენცია.

🛑 გარუჯვას შეუძლია სტრიები გახადოს უფრო თვალშისაცემი

საუკეთესო გზა სტრიების დასაფარად არის აუტო-რუჯი

🛑  არასწორი ინფორმაციის მიწოდება სოლარიუმის მომხმარებლებისთვის ხშირი პრაქტიკაა

სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ხშირია "false and misleading information"

გამოკითხულ თანამშრომელთა 90% რომლებიც მუშაობენ სალონებში ამბობენ რომ სოლარიუმით გარუჯვა არ წარმოადგენს ჯანმრთელობის რისკებს, მეტიც ზოგიერთი მათგანი აფიქსირებს რომ ის სასარგებლოც კია.

🛑 აუტო-რუჯის გამოყენება არის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა გარუჯვის მიზნით, კანის კიბოს, ნაოჭების, კანის დაბერების რისკების ზრდის გარეშე.

👉 არ უნდა დაგავიწყდეთ მზისდამცავის გამოყენება აუტორუჯის შემთხვევაშიც

🛑 და ბოლოს.....

აშშ-ში CDC-ის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მონაცემებით:

აშშ-ში თუ არავინ 18 წლამდე ასაკში არ გამოიყენებს სოლარიუმს, ამით შესაძლებელია 61 839 მელანომის განვითარების და მელანომით გამოწვეული 6 735 სიკვდილის პრევენცია.

👉 არასდროს არ არის გვიანი უარი თქვა

შენს ორგანიზმს აქვს უნარი დაიწყოს აღდგენა ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად", - წერს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

*  "სითბოს დადგომასთან ერთად აქტიურდებიან სხვადასხვა მწერები და ტკიპები, როგორ დავიცვათ თავი" - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794058847

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია, ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილს ეხმაურება და კითხვით მიმართავს, თუ რა იცის ისეთი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრის შინაარსზე, რომ ასე თავდაჯერებით საუბრობს. მ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794056195

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა. როგორც თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინ...

თამარ ტალიაშვილი

1794054675

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა...

საქართველოს თავდაცვის ძალები

1794052240

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ“, - წერს გიორგი...

გიორგი გამსახურდია

1794052112

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავ...

ხვიჩა კვარაცხელია