ცრურწმენა, რომლისაც თითქმის ყველა იტალიელს სწამს
⭕️ თქვენ თუ შეგხვედრიათ ცრურწმენის გამოვლინების შემთხვევები იტალიელებისგან? ამბობენ, რომ აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით ევროპაში ნაკლებად ცრუმორწმუნეები არიან, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით?
⭕️ გაგაცნობთ ერთ-ერთ ცრურწმენას, რომლისაც თითქმის ყველა იტალიელს სწამს:
იტალიაში, ბევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით , განსაკუთრებით ყველაზე უბედურ დღედ ითვლება პარასკევი, რიცხვი - 17 . რატომ მაინცდამაინც 17 და მაინცდამაინც პარასკევი?
ანტიკურ რომში, გრდაცვლილთა სასაფლაოებზე წარწერა იყო ყველასთვის საერთო - "VIXI", რაც ნიშნავს "ვცხოვრობდი" ანუ - "მოვკვდი", იგივე ასოები გამოიყენებოდა ციფრი 17 -ის დასაწერად რომაულ სისტემაში _ XVII. ხოლო დღე, პარასკევი კი, უკვე არ სარგებლობდა დადებითი განწყობით ხალხში, რადგან ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით მიჩნეულია იესოს გარდაცვალების დღედ. ამ ორი მიზეზის გაერთიანებით ცრუმორწმუნეების აზრით არაფერი კარგის მომასწავლებელი არ იყო პარასკევი, რიცხვი -17. სწორედ, ამიტომ დაამკვიდრეს ამ დღისადმი ასეთი დამოკიდებულება.
დაბლა კი შემოგთავაზებთ მოკლე ჩამონათალს იმ სიტყვებისას , რომლებიც დაკავშირებულია ცრუმორწმუნეობასთან, უიღბლობასა და ეშმაკეულობებთან:
- gufare – დაწყევლა, უბედურების მოტანა, გათვალვა.
- Non gufare! – არ გათვალო!/ არ დაწყევლო!
- portare sfortuna – უბედურების მომტანი
- portare iella _დაწყევლა, მოჯადოება
- la, il cartomante –მკითხავი
- la, il chiromante – ქირომანტი
- l’astrologo – ასტროლოგი, ვარსკვლავთმრიცხველი
- la caffeomanzia – მკითხაობა(ყავაზე)
- la cartomanzia – მკითხაობა(კარტზე)
- la chiromanzia – ჯადოქრობა
- l’astrologia – ასტროლოგია
- l’oroscopo – ჰოროსკოპი
- predire / leggere il futuro – მომავლის განსაზღვრა
- leggere le carte / la mano / i fondi di caffè – მკითხაობა კარტით/ ხელზე/ყავაზე
- la sfera / la palla di cristallo _ ბროლის ბურთი
- credere ai sogni – სიზმრების დაჯერება
- il libro dei sogni – სიზმრების წიგნი
- il malocchio – ავი თვალი
- togliere, scacciare il malocchio_ თვალის მოხსნა
- avere il malocchio – ბოროტი თვალის ქონა
- superstizioso, a – ცრუმორწმუნე
- la superstizione – ცრურწმენა
- la magia – მაგია
- la maledizione – წყევლა
- la strega, lo stregone – ჯადოქარი, გრძნეული
- la malasorte – ფათერაკი, მარცხი ⭕️ მარცხისა და უბედურების თავიდან ასაცილებლად, იტალიელები აკეთებენ ხელით რქების ჟესტიკულაციას, ეხებიან რკინის საგნებს , ანდა მამაკაცებისთვის არსებობს სხვა ვარიანტიც _ ხელით ეხებიან სათესლე ჯირკვლებს. ხოლო, როგორც ბედნიერების მომტანი, იტალიაში ითვლება წითელი რქა ან ნალი.
წყარო: იტალიური ენა და კულტურა (ნატალია ზაზაძე)
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕️ თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ზონა - რა შეზღუდვები ვრცელდება ჩამოთვლილ ზონებში და რა არა
1794401185
ახალი ამბებიპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...
1794400465
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ
ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადე...
1794399936
ახალი ამბებიბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...
1794398351
საზოგადოება2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...
1794396385
საზოგადოებაშსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...



























