ახალი ავტობუსები საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის და ავტოსადგურების რეორგანიზაციის სამთავრობო დაპირება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გამოიტანა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეორგანიზაციის დაწყება და საქალაქთაშორისო გადაყვანებისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენა.

„გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ამის თაობაზე ბატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ.

ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. ჩვენ რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს. ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს.

აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ, ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. მე პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა.

ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასევე იგეგმება საქალაქთაშორისო გადაყვანებისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენა:

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8-მეტრიანი isuzu-ს მარკის თანამედროვე,  ევრო 5-ს სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ,  რომ შიდა საქალაქო გადაადგილება დაკავშირებული იყო პრობლემებთან და ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის."

საქართველოს პარლამენტში ამასთან დაკავშირებით  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაინიცირდა.

წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ავტოსადგურებში არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.

ასევე ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას გადამზიდველებს შორის ზღუდავს.

ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები 5 კანონში იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი სახის ნებართვის შემოღება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა.

ასევე, კანონს ემატება ავტოსადგურთან დაკავშირებული მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტოსადგურის კლასებს და მათ სერტიფიცირებას.

სამივე კლასის სამგზავრო ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი, პირობები, მათ მიმართ წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, ავტოსადგურის სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს ავტოსადგურისთვის სერტიფიკატის ვადის, გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების და გაუქმების პირობებს, მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

კანონპროექტით სანებართვო მოსაკრებლის ღირებულებაც გაწერილია. ბიზნეს ოპერატორს 2025 წლის 1 მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში (მხოლოდ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის შემთხვევაში) - 100 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო შემდგომ 500 ლარის გადახდა. ნებართვას 5-წლიანი ვადა აქვს.

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ უნდა იქნეს 500 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ სავალდებულო იქნება 1500 ლარის გადახდა - საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის აღების შემთხვევაში.

ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტებს შორისაა: მართვის მოწმობის ასლი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ა.შ დოკუმენტები, რომელიც ისედაც გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

თუმცა ნებართვის მაძიებლის მიერ დამატებით გასაწევ ხარჯებთან დაკავშირებული იქნება ნასამართლობის შესახებ ცნობის აღების ხარჯი (20 ლარი), მენეჯერის დასაქირავებელი ხარჯი (საშუალოდ თვეში 1500 ლარი), აგრეთვე ფინანსური რესურსის არსებობის ვალდებულება (რომლის მინიმალური თანხა განისაზღვრება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის - 5000 ლარით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის - 2500 ლარით), ავტობუსის ზიანისგან დაზღვევისთვის გასაწევი ხარჯი (წლიური თანხა საშუალოდ 9000 ლარი), რაც აუცილებელი პირობებია გადამზიდველისთვის ნებართვის მისაღებად.

ავტოსადგურების ლიცენზირებისას კი ავტოსადგურებს მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის აღნიშნული ხარჯები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ინფრასტრუქტურის განახლების ხარჯები და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით ავტოსადგურის კლასის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

ბიზნეს ოპერატორების მონიტორინგსა და კონტროლს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს.

კანონპროექტის მიხედვით, ავტოსადგური უნდა მოემსახუროს, მხოლოდ ნებართვის მფლობელ გადამზიდველს. აგრეთვე, სადგურს შეეზღუდება გადამზიდველად საქმიანობა (სათანადო ნორმები გაიწერება სერტიფიცირების წესში და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში). ასევე, კანონპროექტი განისაზღვრავს ავტოსადგურის მომსახურების საფასურის ზედა ზღვარს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ავტოსადგურის მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ს იმ თანხისა, რომელიც გამოიანგარიშება ავტობუსის ადგილების მთლიანი რაოდენობის 60%-ის გამრავლებით ბილეთის ფასზე.

კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ ავტოსადგურების და გადამზიდველების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად, მოსალოდნელია ბილეთის ფასის მცირედი ზრდა.

ამასთან, კანონის მიღების შემთხვევაში ლეგალური საქმიანობის გააქტიურების შედეგად მოსალოდნელია საბიუჯეტო სახსრების გაზრდა.

კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის ანგარიში აქვს თანდართული, რომლის მიხედვით კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს ბიუჯეტში 4 312 000 ლარის აკუმულირება მოხდება, ხოლო ყოველ წელს 500 000 ლარის.

ამასთან, კანონპროექტში საუბარია ე.წ “ხიშნიკების” თემაზეც, რომლებიც არაფორმალურად ახორციელებენ საქმიანობას დღეს საქმიანობას და მგზავრები გადაჰყავთ. შეფასების პროცესში განხორციელებული გამოთვლების მიხედვით, არაფორმალური საქმიანობის სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, არარეგისტრირებული ოპერატორებისგან მიღებული დამატებითი საგადასახადო შემოსავლები წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს შეადგენს, მხოლოდ 2022-2031 წლებში არაფორმალური სექტორის შემცირების შედეგად ბიუჯეტში გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მიმდინარე ღირებულება შეადგენს 5.3 მილიონ ლარს.

რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, კანონპროექტით განსაზღვრულია ორი თარიღი. კერძოდ, კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო კანონპროექტით დადგენილი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად განსაზღვრული თარიღი 2023 წლის 1 დეკემბერია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751271510

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გუშინ, პიკზე გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკოა, მსოფლიოში არ ხდება, რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება

გუშინ, გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმ...

ირაკლი კობახიძე

1751270605

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას - ასეთი რამ, მე მგონი, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს

მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის...

ირაკლი კობახიძე

1751269708

ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე: როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო „ნაცმოძრაობის“ მიერ სერიოზული დისტრიბურება, განსაკუთრებით, ბრიუსელისა და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსული ოლიგარქიული ოჯახი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ვიქტორ დოლიძე

1751268958

ახალი ამბები

საქსტატი: მაისში მშპ-ს ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით გ...

საქსტატი

1751267438

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო

ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, ხელისუფლება არ მოსწონდა და ამიტომ, თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო, ეს საუბრის და...

თეა წულუკიანი