მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებს. პრეზიდენტმა ორგანიზაციასა და მის სამდივნოს, წლების მანძილზე ქვეყნისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან და გულმოდგინედ ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს.

„საქართველო იცავს და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში, მეზღვაურთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ასევე - საზღვაო გარემოს დაცვაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751282011

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: გახარიამ მოიტანოს მტკიცებულება, რომ სანამ ჩვენი წარმომადგენელი პირადად მას ჩააბარებდა წავკისში წერილს, უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი

„მას მერე, რაც უარი ვუთხარით ჩართვაზე, ამ მეორე მოთხოვნას ვიხილავთ რა, არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ, კომისიის მოთხოვნა არის, რომ მან 2 ივლისს უზრუნველყოს საამისოდ ტექნიკურად და ლოგისტიკურად ჩართ...

თეა წულუკიანი

1751280552

ახალი ამბები

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით იკეტება

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდ...

ვარკეთილი

1751280317

ახალი ამბები

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობი...

ავტობუსი

1751279381

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-ელი...

საქართველოს პარლამენტი

1751278111

ახალი ამბები

კონსტანტინე ჟღენტი: არ შეიძლება, როდესაც დიპლომატი ხარ, რომელიმე პარტიის ელჩი იყო, ეს ცნობილი ამბავია - შენ შენს ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

კონსტანტინე ჟღენტი