ვიქტორ დოლიძე: როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო „ნაცმოძრაობის“ მიერ სერიოზული დისტრიბურება, განსაკუთრებით, ბრიუსელისა და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსული ოლიგარქიული ოჯახი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი, დიპლომატ ვიქტორ დოლიძეს უსმენენ.

ვიქტორ დოლიძე იხსენებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გამოგონილი ბრალდებებით, თითქოს ის ყოფილიყო ანტიევროპული და ანტიდასავლური ძალა ქართულ ხელისუფლებაში.

„ის რაც დღეს ხდება და მომავალ წლებში რაც განვითარდა შემდეგ, ეს პრობლემატური თემები მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინწინ და არც გასული 5-6 წლის განმავლობაში. ეს დაიწყო 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სერიოზული დისტრიბურება, განსაკუთრებით, ბრიუსელის და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსული ოლიგარქიული ოჯახი და ჩვენ თავიდანვე გვიწევდა, განსაკუთრებით პარლამენტში ყოფნის დროს, თუ რაოდენ დიდი ზეწოლა იყო თავიდანვე იმაზე, რომ ჩვენ დაგვემტკიცებინა და რამდენი ძალისხმევა დაგვჭირდა ჩვენ თვითონ კოალიციის წევრებს, რომ, ან რა გვქონდა დასამტკიცებელი მართალი გითხრათ მეცინებოდა კიდეც ამაზე, მაგრამ იყო სამუშაო, ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული, რომ ეს არის პროევროპული, პროდასავლური ძალა, რომელსაც ნატოში და ევროკავშირში წევრობა სურს და ეს ბოლოს გახსოვთ, კონსტიტუციაშიც იყო ჩაწერილი და გათვალისწინებული, სხვა არავის არ ჩაუწერია თუ არა ჩვენ.  განსაკუთრებით ევროპარლამენტის კედლებს ვიტყოდი. იქ სადაც ყველაზე რთული მუშაობა გვიწევდა ჩვენ.

ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, როგორც ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელიც ყველაზე დიდი მოთამაშეა ევროპარლამენტში, მოგეხსენებათ დღესაც კი, არა ისეთი ძალით, მაგრამ მაინც, ისევე როგორც სოციალ- დემოკრატებთან, ასევე „ალდესთან“, თუნდაც ე.წ რადიკალური ჯგუფები უკიდურესად მემარცხენეები თუ მემარჯვენეები, საწყის ეტაპზე ყველასთან ვმუშაობდით.

სამწუხაროდ მეორე მხრიდან გვხვდებოდა ის, რომ იგივე ოპოზიციის მხრიდან, ამ დროს მოგეხსენებათ თქვენ პრაქტიკულად 60/40-ზე იყო პროცენტულად უკვე ავიღებდით პარლამენტს, უკვე კონფიგურაციას, ის 40%-იც იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ საიდანაც გვხვდებოდა მათ მიერ ნამუშევარი, რომელიც შეეხებოდა, რომ ეს არის პრორუსული, ეს არის ოლიგარქიული რეჟიმი, არავითარი საერთო ევროპასთან არ აქვთ“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751279381

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-ელი...

საქართველოს პარლამენტი

1751278111

ახალი ამბები

კონსტანტინე ჟღენტი: არ შეიძლება, როდესაც დიპლომატი ხარ, რომელიმე პარტიის ელჩი იყო, ეს ცნობილი ამბავია - შენ შენს ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

კონსტანტინე ჟღენტი

1751276651

ახალი ამბები

კახა კალაძე: არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას

„თუ ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებზე მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ისე, რომ ვიღაც დიდმა ბიძიებმა გარედან გადაწყვიტონ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მათი აგენტურა - ასე ვერ იქნება, წარმოუ...

კახა კალაძე

1751276048

ახალი ამბები

ნათია თურნავამ BIS-ის ორგანიზებულ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა...

ნათია თურნავა

1751275308

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო...

მიხეილ ყაველაშვილი