ბათუმის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს - ოპოზიცია კი "ოცნებას" მოუწოდებს, შეაჩეროს ბიუჯეტის განხილვა
ბათუმის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს, ბიუჯეტის პროექტს კი მოქმედი საკრებულო უყრის კენჭს.
სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
დილიდან ხმაურია ბათუმის საკრებულოსთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საკრებულოს ძველ შემადგენლობას არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება,რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ის მათი თქმით არალეგიტიმურია.
"მმართველ გუნდში" კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის დამტკიცება ხდება კანონის ფარგლებში და "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემენ უფლებას, ჩაშალოს ბიუროს დღევანდელი სხდომა.
ბათუმის საკრებულოსთან, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში 19 ნოემბერს დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.
🔲 "ქართული ოცნება" – 16 მანდატი;
🔲 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 15 მანდატი;
🔲 "გახარია – საქართველოსთვის" – 3 მანდატი;
🔲 "ლელო" – 1 მანდატი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792401805
ახალი ამბები„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია
„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...
1792400239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე რო...
1792398186
ახალი ამბებიპროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის 20 ოქტომბერს საცდელი ტესტირება ჩატარდება
24 და 25 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრირებულ პირებს 20 ოქტომბერს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საცდელ ტესტირე...
1792397450
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გა...
1792395005
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
„თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალ...































