“ფიზიკურად მანგრევს მომავლის ბუნდოვანება, ისე რომ ჯანმრთელობაზე დაიწყო ასახვა” - ნიკა ქავთარაძე
ნიკა ქავთარაძე იმ პრობლემის შესახებ წერს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ძალიან ნაცნობია, ეს არის მომავლის შიში და რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზეც აისახება:
ნიკა ქავთარაძე: "ბოლო ერთი თვე ძალიან ბევრ რამეზე მომიწია ფიქრი, საქმეს და კარიერას ვგულისხმობ. ასაკი თავისას შვება და ყველაფერზე უფრო ვღელავ. რადგან ახლა ბევრად ვღელავ ზოგადად მომავალზე.
ადრე, ადრეულ ახალგაზრდობაში, მეტი რისკის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს.ახლა აღარ შემიძლია. ფიზიკურად მანგრევს მომავლის ბუნდოვანება. იმდენად მძაფრად ვღელავ, რომ ჯანმრთელობაზე დაიწყო ასახვა. ამიტომ, ახლა ვაპირებ, ერთი კვირა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოვახმარო. ამ კვირაში, სიმშვიდეც მოვა ალბათ და საქმის მომავალსაც ბევრად მშვიდად განვსაზღვრავ. ვეცდები ყველას და ყველაფერს ზუსტი შეფასება გავუკეთო და სახელი დავარქვა. აღარ მინდა ილუზიაში და თავის მოტყუებაში გავაგრძელო ყოფნა.
2022 წელია, წელს 44 წლის ვხდები და ჯერ კიდევ სრულიად ბუნდოვანია რა იქნება, თუნდაც გაისად ამ დროს.ჰოდა, ცოდო ვარ. მიყვარს ჩემი თავი და დიდხანს მინდა ბედნიერი იყოს. თქვენც ეცადეთ იცოდეთ თქვენი თავის ფასი და არასდროს შეეგუოთ უსამართლობას. პირველივე ასეთ მომენტში იყვირეთ, ხმამაღლა თქვით, რომ ასეთ მოქცევას არ იმსახურებთ. და თუ არ გატყდებით, ნელ-ნელა ადამიანები პატივს სცემენ თქვენს პრინციპებს და ვერ გაგიბედავენ იმას, რაც მე ხშირად გავაბედინე გარემოს.
ჩვენ არ გაგვიმართლა, ამ ქვეყანაში მცხოვრებთ - აქ რთულია უარის თქმა შემოსავალზე, სამსახურზე, ფულზე. სწორედ ესაა ხოლმე მიზეზი, რომ თვალს ვხუჭავთ უსამართლობაზე. ამას ზოგი ადრე ხვდება, ზოგი გვიან, ზოგს სულაც ფეხებზე ჰკიდია. მაგრამ ეს მართლა მთავარია - საკუთარი თავის დაცვა.
ყველაფერი კარგად იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ უკეთესად რომ იქნება - დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ახლა თავში ძალიან ძალიან ბევრი მძაფრი აზრია, რომლებზეც უნდა ვიფიქრო და ისე გავაკეთო საყვარელი საქმე. შეცდომების და არასაჭირო დათმობების გარეშე. ამისთვის მჭირდება ერთი კვირა და შეიძლება ინტენსიურ კონტაქტზე ვერ ვიყო. მიყვარხართ და მინდა ერთმანეთის ბედნიერებით ვიყოთ განებივრებულები."
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...
1791824931
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...
1791821802
მსოფლიოვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ
ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...
1791820055
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...
1791818366
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება
მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...































