„გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“ - ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
„მოსყიდვის ფაქტის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მამა - დავით რიჟვაძე თანამდებობიდან უნდა გადადგნენ“ - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და აქტივისტები, რომლებმაც დღეს ბათუმში აქცია - მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ჯერ პოლიციის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ ბათუმის საკრებულოსთან, საიდანც აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.
გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი ნაზი ფუტკარაძე ამბობს, რომ ვიდრე დავით რიჟვაძე საგამოძიებო უწყებაში იმუშავებს, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
„თვითონ არის შემკვეთი რამაც ჩემი ძმა იმსხვერპლა, იმისათვის, რომ საკრებულოში ერთით მეტი ხმა ჰქონოდათ. სანამ ის აქ იქნება არ მაქვს ობიექტური გამოძიების იმედი. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გადადგეს დავით და თორნიკე რიჟვაძეები, რომ ბათუმის ბოროტი მანქანებისგან გავათავისუფლოთ, საკრებულომ შეძლოს ხალხის ინტერესების დაცვა'' - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.
„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნის წინაშე ბრძოლა, ეს ბრძოლა არის ჩვენი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მირდატ ქამადაძე.
„ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, დარბის დავით რიჟვაძე, არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც იდეალები უფრო მაღალ ფასად მიაჩნიათ ვიდრე ფული. ამის ნათელი მაგალითი იყო ნუგზარ ფუტკარაძე. მან ყველას უთხრა, რომ პრინციპებისა და ამომრჩევლისადმი ერთგულება არის ყველაზე ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა, ნებისმიერი ოდენობით“, - თქვა ქამადაძემ.
მისი განცხადებით, ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
„ეს ,,თოფიანი'' ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, ვადაგასულ სულიკო თებიძეს და საკრებულოს იცავდნენ, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძე დარჩენილიყო თანამდებობაზე. ეს დავალება კი დავით რიჟვაძემ გასცა, რომელიც იძიებს იმ საქმეს, რომელშიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილია'' - ამბობს მირდატ ქამადაძემ.






ასევე საინტერესოა:
🔵 რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...
1792391327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...































