IDFI: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია, - ამის შესახებ IDFI განცხადებას ავრცელებს. 

ორგანიზაციის სამართლებრივ ანალიზში წერია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც  წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

„საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საჯარო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება.

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შინაარსობრივი თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები, შეგვიძლია სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად განვიხილოთ. “, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით.

„მიგვაჩნია რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ეს იქნება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება - ვახტანგ ხმალაძე

🔵 პრემიერი: ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს - თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791134728

ახალი ამბები

საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა

საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა. თბილისის საპატიო მოქალაქეები გახ...

საპატიო თბილისელი

1791133529

ახალი ამბები

კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუმ...

კახა კალაძე

1791130090

მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, კატალონიაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კატალ...

ესპანეთში წყალდიდობა

1791127059

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. როგორც განცხადებაშია აღნიშ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1791125319

ახალი ამბები

სოზარ სუბარი – იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო გავლენებს ემსახურებიან საქართველოში, ვურჩევ, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან

„საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და აგენტურას საქართველოში მხარდაჭერა აღარ...

სოზარ სუბარი