ირაკლი ღარიბაშვილი: მე ჩემს მიმართვაში ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ეს რეალობა იყო - 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს
მე ჩემს მიმართვაში ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ეს რეალობა იყო - 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო, რომ რუსეთი ბლოკადაში უნდა მოგვექცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაშინ უაზრო, გაუაზრებელმა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე, ხელისუფლების დამხობამდე და ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა.
„1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო, რომ რუსეთი ბლოკადაში უნდა მოგვექცია. ჩვენ თუ ამ სასაცილო მდგომარეობაში გვინდა დღეს დავბრუნდეთ და იმ უბედურებაში, რომელიც მაშინ ხდებოდა, გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი - როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა.
მაშინ იმ უაზრო, გაუაზრებელმა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ვგულისხმობ სამოქალაქო ომს, ხელისუფლების დამხობას და შემდეგ კრიმინალების თარეშს და ტერიტორიების დაკარგვას, ვიცით, სადამდე მიგვიყვანა. ეს ყველაფერი განმეორდა 2008 წელს “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 80-ზე მეტი უკრაინელი მესაზღვრე, რომლებიც ზმეინის კუნძულს იცავდნენ, ცოცხალია, მაგრამ ტყვეობაში არიან
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...





























