რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი ერთი ოჯახია - ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას „შეუქცევად პროცესს“ უწოდებს და ამ მხრივ, ბელარუსის იმედი აქვს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, 27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა თქვა, რომ კვლავაც იმუშავებენ, რათა სხვა სახელმწიფოებისგან აღიარებას მიაღწიონ და ამ გზაზე უკან არ დაიხევენ, ისევე, როგორც არ დაიხევენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვისგან, რადგან ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის.

„დიდი რაოდენობით ქვეყნების მხრიდან აღიარება იძლევა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მეტ შესაძლებლობას და იურიდიულ საფუძველს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პოზიციაზე. ბიბილოვის პასუხი იყო, რომ ლუკაშენკომ პოზიცია არაერთხელ „გასაგებად და ცხადად გაახმოვანა“.

„ის, რაც ბელარუსის ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, მას აძლევს მორალურ და კანონიერ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკა აღიაროს“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა ლუკაშენკოს უწოდა უმაღლესი დონის პოლიტიკოსი, რომელმაც არავის მისცა საკუთარ ქვეყანაში უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. ბიბილოვის თქმით, ბელარუსისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ გამოცხადებული საინფორმაციო, პოლიტიკური და სანქციების ომი რუსეთს უკავშირდება. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, "რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი ერთი ოჯახია, სადაც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ".

ნოემბერში, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პარლამენტმა, შესაძლოა, განიხილოს „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო იყო დონის როსტოვში „აფხაზეთის საპატიო კონსული“ ადიკ არშბა. გავრცელებულ ცნობებს ფეიკი უწოდეს ბელარუსის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში, სადაც განაცხადეს, რომ არანაირი მსგავსი კანონპროექტი არ არსებობს და ზოგადად, ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ არის საკანონმდებლო რეგულირების სფერო.

2020 წლის აგვისტოში, ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკომ აღიარა, რომ განიხილავდა "სამხრეთ ოსეთის" აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

ასევე საინტერესოა:

🔵 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა - ირაკლი ღარიბაშილი

🔵 აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

🔵 კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794308536

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1794307358

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...

ირაკლი კობახიძე

1794306330

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ბოლო ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართ...

 ირაკლი კირცხალია

1794305745

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ

საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკი...

არჩილ გორდულაძე

1794304881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარე...

არჩილ გორდულაძე