საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქალაქს - კახა კალაძე

„მუნიციპალიტეტი საბოლოოდ, მიიღებს ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც დედაქალაქს და მასში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს სჭირდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებაში ჩართულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც აქვს ხედვა, მიზანი და ვიცით, როგორ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე - რა უნდა გავაკეთოთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აღნიშნულ პროცესში ჩართულია საქართველოში მცხოვრები საუკეთესო სპეციალისტები. მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რადგან ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ეს ქალაქი ყველასია.

წარმატებული, გამოცდილი ადამიანების ჩართულობა ასეთი რეფორმების განხორციელებაში, ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები გვეხმარებიან, ვისაც ანალოგიური რეფორმები აქვს გატარებული ევროპის დიდ ქალაქებში. იქაც ანალოგიური პრობლემები არსებობდა 20-30 წლის წინ, რაც ჩვენ დღეს დედაქალაქში გვაქვს.

ამიტომ, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქალაქს, სადაც ყველა ადამიანს - იქნება ეს ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით მოსიარულე, ველოსიპედით თუ ეკომეგობრული ტრანსპორტით მოსარგებლე, გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აქვე, მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისი გაიმარჯვებს.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი - თბილისი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი