შსს "ქართული ოცნების" დაგეგმილი აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა.

„სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ.

კერძოდ: - რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე და ჩუღურეთის მიმართულებით;

- მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.

ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე, შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ჰოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.

გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ასევე დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. მათ შორის შეიზღუდა ავტომანქანების პარკირება გარკვეულ ქუჩებზე.

მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.

ამავე თემაზე:

🔵 დღეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი