"ვვარაუდობ, რომ უახლოეს ერთ თვეში გადაწყდება რუსეთთან უვიზო რეჟიმისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი" - დიმიტრი ლორთქიფანიძე
მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები შესაძლოა ერთ თვეში განახლდეს - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე გადაწყდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რასაც მოჰყვება ავიამიმოსვლის აღდგენაც.
"ძალიან მალე ველოდებით, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშვნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ უკვე ძალიან მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივეს ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება ავიამიმოსვლა... გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა" - ამბობს ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, ლორთქიფანიძე მოსკოვში გამართულ რუსულ-ქართული ეკონომიკური ფორუმის პირველ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც დეკემბერში გაიმართა და მთავარი საკითხები იყო სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ავიამიმოსვლა.
ამ თემებზე იმსჯელეს გუშინაც, მეორე შეხვედრაზე, სადაც რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, ხოლო დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა თქვა, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის განახლებისა და ვიზების გაუქმების ზღვარზეა.
რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის დაარსება კიდევ ერთი ინიციატივა იყო, რომელიც ამავე ფორუმზე გაჟღერდა.
წყარო:მთავარი არხი
ასევე დაგაინტერესებთ:
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























