ზალკალიანი: ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა არის მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილება
ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობასაც იმსახურებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა არის მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილება.
„ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო და სამწუხარო გადაწყვეტილება არის. გასაგებია, ეს ყველაფერი. მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი ძმები მეგობრები. ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ომში მყოფი ადამიანები არიან. არ მინდა, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მათ მიმართ რაიმე პრეტენზიები გამოვთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და აუცილებლად ყველა გამოვალთ ამ სიტუაციიდან ისე, როგორც შეეფერება ჩვენს ურთიერთობას და იმ მხარდაჭერას და სოლიდარობას რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე და აგრესიის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობასაც იმსახურებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩი და ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობა სრული შემადგენლობით რჩება ადგილზე, რაც მინისტრის შეფასებით, არის მხარდაჭერის დასტური.
„ჩვენი ელჩი ადგილზეა გააგრძელებს, ვიდრე არ ამოიწურება ეს ესკალაცია და შემდგომაც გავაგრძელებთ ნორმალურ ფუნქციონირებას, რომელიც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ იმ მცირერიცხოვან საელჩოების ფონზე, სულ რაღაც ჩამონათვალი არის ამ სიტუაციაში, ჩვენი საელჩოს წარმომადგენლობა სრული შემადგენლობით არის იქ და ეს არის ჩვენი მხარდაჭერის დასტური.
გვქონდა ჩვენ ურთიერთობა ელჩთანაც, რომლისთვისაც ჩვენი კომუნიკაციიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ის რა თქმა უნდა, ინსტრუქციებს ექვემდებარება. უკრაინის საელჩოში დღეს ჩატარდა ბრიფინგი და იყო განცხადება გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ის არის გაწვეული კონსულტაციებზე, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთან შემოვიდა კიდევ ერთი თხოვნა უკრაინის საელჩოდან, რომ დავეხმაროთ მათ. ის დიპლომატები, რომელთა ევაკუაციაც ხდება მათთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემაში და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ მყისიერად, როცა მაშინვე, როდესაც, დაიწყო რუსეთის აგრესია, გახსოვთ თქვენ, რომ მე პირველივე დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდი უკრაინის ელჩს, მას გადავეცი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნებოდა იქ. ასი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა, ასევე მაშინვე იყო თხოვნა მისი მხრიდან, რომ რუსეთის ფედერაციაში მყოფი დიპლომატები, რომლებიც გამოჰყავდათ მათ ევაკუაციის დროს, რათა მათთვის მიგვეცა თავშესაფარი საქართველოში და ეს ჩვენ გავაკეთეთ, ისევე როგორც მაშინ ამ სიტუაციაში როდესაც დღეს მიუხედავად იმისა, რომ ელჩი არის კონსულტაციებზე გაწვეული, ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით და არანაირი გადაწყვეტილება არ შეაფერხებს ამას. უკრაინელ დიპლომატებს, რომლებსაც გამოიყვანე, ჩვენ მივცემთ შესაბამის მზრუნველობას და თავშესაფარს საქართველოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ელჩის გაწვევა „არის ერთ-ერთი ფორმა დემარშის, რომელსაც მიმართავენ დიპლომატიური ურთიერთობის დროს“.
„ეს არ არის ყველაზე მწვავე ფორმა და ჩვენც გვქონია ასეთი შემთხვევა, ჩვენც გვყავდა გარკვეული პერიოდი ელჩი გამოწვეული უკრაინიდან, რაც იყო დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, მისი როგორც უკრაინის მოქალაქის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით. გახსოვთ, თქვენ საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ იყო მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე და ამან გამოიწვია, რომ ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე და კონსულტაციების შემდეგ ის დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, შემჭიდროვებულ ვადებში ელჩი ისე დაბრუნდება საქართველოში და ჩვეულებრივად გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.
ვერ ვხსნი ამ გადაწყვეტილებას და მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური ურთიერთობის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამოცდილება და მართლაც რთული ასახსნელია. ძალიან გამიკვირდა, გამომდინარე იქიდან რომ მეჩვენება რომ ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ორკესტრირებულს ჰგავს და ის რა ქმედებებიც შემდგომ ამას მოჰყვა თბილისში და რასაც ვხედავთ, საზოგადოებაში ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ეს ყველაფერი. მართლაც გაოცებული ვარ, გაკვირვებული ვარ. დღეს ჩემს მოლდაველ კოლეგასთან მქონდა საუბარი ამ და სხვა თემებზე და მოგეხსენებათ, რომ მოლდოვასაც ჩვენი იდენტური პოზიცია აქვს იმავე სანქციებთან მიმართებაში, თუმცა მე ვერ ვხედავ იქ საზოგადოების ისეთ რეაქციას და მათი ოპოზიციური პარტიების ისეთ რეაქციას, რა რეაქციასაც ჩვენ ვაწყდებით აქ თბილისში. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი რაღაც კარგად ორკესტრირებული, კარგად დადგმული სცენარის მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელსაც ვისმენთ იქ, რა გზავნილები ჟღერდება და როგორ ცდილობენ ოპონენტები, რომ უკრაინის თემატიკა გამოიყენონ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის. ეს წარმოუდგენელია, ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მინახავს, მაგრამ ისე, რომ ეს კრიზისული სიტუაცია და უმძიმესი სიტუაცია იყოს გამოყენებული შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის ეს დაუჯერებელი რაღაცაა და ეს ალბათ მხოლოდ ჩვენი ფენომენია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
წყარო: პირველი არხი
ასევე საინტერესოა:
🔵 „მაიმუნი უმადური“ - რას წერს ზელენსკიზე თეა წულუკიანის ქმარი ნუგო კაკულია?!
1772192350
საზოგადოებაპრემიერი: ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს
ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის...
1772192273
საზოგადოებაპრემიერი სტეფანჩუკის განცხადებაზე: საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო უზრუნველყოფილი მხარდაჭერის გამოხატვა, რაც იყო კონკრეტულ აქტებში, მათ შორის გამოხატული ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს, აქტს, რეზოლუციას და ა.შ. შეუერთდა საქართველო, რომელიც...
1772192236
საზოგადოებაკობახიძე: ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთთან ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება
ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარ...
1772192051
საზოგადოება„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება: თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო
დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე...
1772191779
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული
ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიხძე...


























