2 მწვანე პასპორტი იმით იყო განპირობებული, რომ მთავრობაშიც ადამიანები არიან სხვადასხვა მოსაზრებით და ანგარიშს უწევენ სხვადასხვა ძალებს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2 მწვანე პასპორტი განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობაში ზოგიერთმა პირმა ანგარიში გაუწია "სხვადასხვა ძალებს". მისი თქმით, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ადამიანების უკმაყოფილება შეარბილა. როგორც ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში აღნიშნა, თავად მომხრე იყო მწვანე პასპორტი გაეცათ მათთვის, ვისაც გადატანილი ჰქონდა კოვიდი და არ იყო გასული 6 თვე.

"2 მწვანე პასპორტი იმით იყო განპირობებული, რომ მთავრობაშიც ადამიანები არიან სხვადასხვა მოსაზრებით და ანგარიშს უწევენ სხვადასხვა ძალებს. ვინც ეს დაუშვა და მიიღო გადაწყვეტილება მათი შეხედულებით სწორი იყო. ჩემი შეხედულებით, არ იყო სწორი, მე მივცემდი მხოლოდ მათ, ვისაც გადატანილი აქვს 6 თვის მანძილზე, რამეთუ 6 თვის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ იმუნიტეტი არ მუშაობდეს. ასე ნუ განვსჯით, რადგან პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მწვანე პასპორტი არ არის რაღაც გადამწყვეტი დოკუმენტი და იქ პირობა 6 თვე ჩაიდება თუ სამუდამო, 2 აცრა თუ 3 აცრა თუ როგორ, თავიდან მაინც ამ დეტალებზე მეტი ყურადღება მახვილდებოდა, ახლა როგორ არის იცით? მწვანე პასპორტი განიხილება როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წახალისებისთვის", — თქვა მან.

ცერცვაძემ ასევე ისაუბრა, რომ იდეალური არაფერია, მათ შორის არც უვადო მწვანე პასპორტი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ქუთაისში, ნიღბიანმა პირებმა აფთიაქი დააყაჩაღეს (ვიდეო)

🔵ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი, არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი სულიერი ხედვა და სარწმუნოება - მეუფე შიო

🔵რა მიზეზით მოკლა 42 წლის კაცმა 68 წლის ქალი კახეთში?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791827086

საინტერესო ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...

მიხეილ სარჯველაძე

1791824931

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები

[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...

ირაკლი კირცხალია

1791821802

მსოფლიო

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...

პაპ ლეო

1791820055

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...

ააა

1791818366

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...

დავით ჩიხელიძე