ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტსაარჩევნო პერიოდში

როდესაც „ქართული ოცნება" ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია წინა წილის მსგავსად, ახლაც გარე პატრონებისგან იღებს ინტრუქციებს, თუ როგორ მოიქცეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარმწუნდა, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება.

„გრძელდება ზუსტად იგივე სერიალი, რაც წინა წელს ვიხილეთ. როდესაც "ქართული ოცნება" ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, იქიდან გამომდინარე, რომ დავალებები მიიღონ ერთი - 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ, არჩევნებამდე რა უნდა გააკეთონ და მეორე - პოსტსაარჩევნო პერიოდში რა უნდა გააკეთონ, იმასთან დაკავშირებით იღებენ ინსტრუქციებს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს არ ეპარებათ, უჩნდებათ ბევრი კითხვის ნიშანი და უკვე, ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ეკითხებიან თავითანთ გარე უფროსებს, როგორ იმოქმედონ და საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები." - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758358674

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე: რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს ეხება. ის შეეხო მათ მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრი...

ლევან მაჭავარიანი

1758356992

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ

„რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წ...

დავით მათიკაშვილი

1758355535

საზოგადოება

2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვი...

სასმელი

1758351657

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 339 ახალგაზრდა გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ. უწყების ინფორმაციით, შერჩეული კა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1758349647

ახალი ამბები

პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით...

შინაგან საქმეთა სამინისტრო