2025 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 100.0 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით 5.4 მლრდ დოლარს აჭარბებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი
სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
1761562191
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. პარტია ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაში არის და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას
შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ფაქტობრივად პარტია არის, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაში არის და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს...
1761560538
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო
თბილისში ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, მომღერლის, პუბლიცისტისა და მეცნიერის ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...
1761560396
საზოგადოებანათია თურნავა: „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა და საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფანში
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. პანელზე, სახელწოდებით „მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური დიალოგი,...
1761559965
საზოგადოებაკახა კალაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: მთავარი პლატფორმა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხალხის მხარდაჭერა
ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის - ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ევრონესტის საპ...
1761559728
საზოგადოებაკახა კალაძე პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“: ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი გააკეთეს და მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც მან შესაბამისი...


























