"7 წელზე მეტია, გიორგი სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებს" - ჟურნალისტის მეგობრები დახმარებას ითხოვენ

ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ, გიორგი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ:
მეგობრებო, გიორგი გირკელიძეს, ჩემს და ყველას მეგობარს, ბევრი იცნობთ. ბევრმა იცით ასევე, რომ 7 წელზე მეტია, გიორგი სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებს, ვერ მუშაობს, უჭირს გადაადგილება და მუდმივად მედიკამენტების საშუალებით ახერხებს კონცენტრაციას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
ამ 7 წლის განმავლობაში, გიორგი და მისი მეგობრების დიდი არმია, ვცდილობდით საქართველოს პირობებში გვეპოვა პასუხი კითხვაზე-რა სჭირს ადამიანს, რომელიც ჰიპერ აქტიური იყო და დღეს, ამ შესაძლებლობების მინიმუმსაც ვერ იყენებს.
სხვადასხვა დროს სტაციონარული და პროფილაქტიკური მკურნალობით, ამ დრომდე მოვედით. ყველა ჩარევა, მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი აღმოჩნდა და რეალური შედეგი ისევ ვერ დადგა.
გიორგი, ისევ მედიკამენტებზეა დამოკიდებული და ისევ არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი-მის სრულ გამოჯანმრთელებას რა სჭირდება. ამისთვის, ის განიხილავდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლას, თუმცა მოგეხსენებათ, ეს რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გადაწყდა თურქეთში წასვლა, სადაც მას კეთილი ადამიანების თანადგომით, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.
თურქეთი, გადაწყდა იმის გამო, რომ ფინანსების საჭიროება გაცილებით მცირეა და მეორეს მხრივ, როგორც უკვე გითხარით, იქ მას ელოდებიან კეთილი ადამიიანები, რომლებიც მორალურ და ფიზიკურ დახმარებას გაუწევენ.
იმისათვის, რომ გიორგიმ შეძლოს ამ გამოკვლევების ჩატარება, ჩვენი დახმარება სჭირდება. არ დავიზაროთ, ვის რამდენიც და როგორც შეგვიძლია ისე დავეხმაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიკეთე ჩვენც და გიოსაც ასმაგად დაგვიბრუნდება.
დავეხმაროთ გიოს, სრულფასოვან ყოველდღიურობაში დაბრუნდეს!
ეს არის გიორგის ანგარიში-ჩარიცხული ერთი ლარიც, ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენ ხომ ბევრნი ვართ
გადავდოთ ერთი დღით კაფეში წასვლა, ან ერთი კოლოფით ნაკლები სიგარეტი ვიყიდოთ, ან რა ვიცი, უბრალოდ სიკეთე გავაკეთოთ!
ვიცი, რომ რთული პერიოდია ეკონომიკურად, ვიცი, რომ ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ მაინც. თქვენი მადლიერები ვიქნებით ყოველთვის!
გთხოვთ, პოსტი გადავაზიაროთ <3
მეგობრებო, ბევრმა მომწერა საქართველოს ბანკის ანგარიშზე, რომელიც გიოს არ აქვს, მაგრამ მაქვს მე. აქ შეგიძლიათ დარიცხვა",-წერს, გიორგის მეგობარი, ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
დახმარების მსურველებმა, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ:
საქართველოს ბანკი:
GE42BG0000000173971300
მიმღები ლაშა ზარგინავა
თიბისი ბანკი:
GE54TB7700545064300030
მიმღები გიორგი გირკელიძე
1756281188
ახალი ამბებიიმპერია, რომელიც არსებობას არასდროს შეწყვეტს — 27 აგვისტო და Empire of the Sun შეკვეთილში
27 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage-ზე ავსტრალიური მუსიკალური პროექტის, Empire of the Sun-ის კონცერტი გაიმართება. პოპულარული დუეტი არაერთხელ ყოფილა ისეთი მსოფლიო მასშტაბის ფესტივალების მონაწილე...
1756278669
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1756276961
მსოფლიო„ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია, ბევრი კითხვა ჩნდება, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული“ - გაერო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში, ნასერის საავადმყოფოზე იერიშზე
გაერო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე დარტყმებს ეხმაურება. „ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია. ბევრი კითხვა ჩნდება ჟურნალისტებზე დამიზნებასთან დაკავშირებით და ყველა ასეთი შემ...
1756274745
ახალი ამბებიზუკა რურუა ხვიჩიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე: ვფიქრობ, ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე კონკურენცია გაუწიოს
„ვფიქრობ, ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე კონკურენცია გაუწიოს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა,...
1756272439
ახალი ამბებითბილისში „გირჩის“ მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება
„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა. ითქვა, რომ ის პრაიმერიზით შეირჩა. ვიცე-მერად ალექსანდრე რაქვიაშვილი დასახელდა. გარდა ამისა, პარტიამ საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაას...