ახლად გაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა გაიარონ
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.
აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას. ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასა და პროცედურებს.
1776495864
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპუ...
1776494028
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის...
1776492943
ახალი ამბებიპოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს. გამოძიებით...
1776492591
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლი...
1776459186
მსოფლიოირანის ხელისუფლება ტრამპს პასუხობს: გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატა...































