ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის დატოვება სცადა თუმცა ის საზღვარზე არ გაუშვეს
ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ, ბაჩო ახალაიამ სამი კვირის წინ ქვეყნის დატოვება სცადა.
როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ბაჩო ახალაიას მცდელობა დაეტოვებინა ქვეყანა გაქცევის მცდელობა არ იყო და ის სამუშაოდ მიდიოდა.
ანი ნადარეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმე სრულად არის აბსურდი.
„მთელი ბრიფინგი იყო სრული ბოდვა. თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი იმიტომ, რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ წასვლას ისევ პოლონეთში, უკან, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით. არ გაუშვეს საზღვარზე დაახლოებით სამი კვირის წინ“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ის ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებოდა. სურდა, რომ ბაჩო ახალაიასთან ადვოკატის სტატუსით შესულიყო, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ანი ნადარეიშვილი გუშინ, ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სუსმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
1766737294
საზოგადოებაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), მისაბმელი...
1766735549
საზოგადოებამომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ
მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ, - ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტი...
1766731751
ახალი ამბებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...
1766729478
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწ...
1766727007
ახალი ამბებიბაჩანა ახალაიას ბრალს, სავარაუდოდ, 26 დეკემბერს წარუდგენენ
ბაჩანა ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გუშინ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. როგორც სუსში განაცხადეს...


























