ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს, რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ?

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკონომიკაში დატოვა, როცა ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად.

„საზოგადოებას დღეს აქვს სრული უფლება, დასვას მთავარი კითხვა: რეალურად რა მასშტაბის ზიანი მიაყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას და რატომ ვიმკით ამ შედეგებს დღესაც?

პოლიტიკური სუვერენიტეტის შელახვა, უცხო ქვეყნების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა და სპეცსამსახურებთან გადაჯაჭვულობა - ეს მძიმე მემკვიდრეობაა, თუმცა, თეორიულად გამოსწორებადი;

არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტიკის დისკრედიტაცია, მათი პოლიტიკური იარაღად ქცევა - ამასაც შეიძლება ეშველოს, თუმცა დიდი დრო და თვითგამწმენდი პროცესია საჭირო;

ექსპერიმენტებად ქცეული განათლების სისტემა - კვლავ რთული, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემაა.

მაგრამ ყველაზე მძიმე და პრაქტიკულად ყველაზე მავნე მემკვიდრეობა ეკონომიკაში დატოვეს! „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად. ბანკებიდან დაწყებული, სადისტრიბუციო ქსელებით დასრულებული, მთელი რიგი სფეროები ჩაიგდეს ხელში უკონკურენტო, გამდიდრებულმა ჯგუფებმა, რომელთა ფესვები სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ დაიწყო მათი გაძლიერება და სწორედ მაშინ შეიქმნა გარემო, სადაც დღეს კონკურენციის სურვილიც კი, ფაქტობრივად შეუძლებელია - ახალ მოთამაშეს „ცხვირსაც არ შეაყოფინებენ“ არცერთ სფეროში.

დღევანდელი სოციალური და ეკონომიკური უსამართლობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ კარტელების შედეგია. და ახლა, იგივე ჯგუფები გამოდიან განცხადებებით, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან ფასების კორექტირება „ბიზნესის ტერორია“. სინამდვილეში, მათ არც სურვილი აქვთ და არც ნება, იმსჯელონ რეალურ გამოსავალზე - როგორ შემცირდეს ხალხის ტვირთი და როგორ მოგვარდეს სოციალური პრობლემები. ამის ნაცვლად, კვლავ ირჩევენ ნაცნობ გზას: ლობისტების დაქირავებას, მანიპულაციას, შიდა პროცესების დამახინჯებულად წარმოჩენას. ზუსტად ისე, როგორც ქართულ კანონებს ნათლავდნენ „რუსულად“, დღესაც ცდილობენ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა „ბიზნეს ტერორად“ გაასაღონ.

ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, „დამპალი თესლი ჯანსაღ ნაყოფს ვერ იძლევაო". „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ? ამიტომ, ვინც პრემიერ-მინისტრის ამ სახალხო, რეალურად ქართულ და სოციალური სამართლიანობისკენ მიმართულ ინიციატივას უსაგნო და არაარგუმენტირებული კრიტიკით შეხვდება, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს — ვისი ინტერესების გამტარია და რომელი „დამპალი თესლის“ ნაყოფს წარმოადგენს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766731751

ახალი ამბები

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...

ფინანსთა სამინისტრო

1766729478

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

1766727007

ახალი ამბები

ბაჩანა ახალაიას ბრალს, სავარაუდოდ, 26 დეკემბერს წარუდგენენ

ბაჩანა ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გუშინ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. როგორც სუსში განაცხადეს...

ბაჩანა ახალაია

1766724861

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტ...

გზების დეპარტამენტი

1766693191

საზოგადოება

პრემიერი: სხვადასხვა სექტორში არსებული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა საერთაშორისო დონეზე, სავარაუდოდ, მოგვცემს გაზის ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას

 ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რაც შე...

ირაკლი კობახიძე