არ მიაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის "ფეიკებს" - დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის , ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება, რომ ,, ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია“.
არახამიას განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი ,,ფეიკებს“ ავრცელებს და ეს ყველაფერი ოლიგარქის შეკვეთით ხდება.
,,გამარჯობა საქართველო. ვავრცელებ ამ ვიდეოს, რათა გავამჟღავნო სიმართლე იმ ფეიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ავრცელებს. პარლამენტში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. პირველი - ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე - ამერიკაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ განევითარებინა ის კონცეფცია, რომ ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის/გეგმის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს” , - განაცხადა არახამიამ.
უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებით, ბოლო მიტინგმა საქართველოში აჩვენა, რომ საქართველოს ევროპის ნაწილი სურს გახდეს და უკრაინის ხელისფულება ქართველ ხალხს დაეხმარება, რომ ევროკავშირის წვერი გახდეს.
,,ბოლო მიტინგმა, რომელიც საქართველოში გაიმართა, აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან და საქართველოს სურს, ევროპის ნაწილი გახდეს. ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, დავეხმარებით ქართველ ხალხს, ევროკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მმართველი ხელისუფლების "ფეიკებს", პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, რომ საქართველო, კეთლისმსურველი ადამიანები, რომელმაც ჩვენი დევნილები შეიფარეს და რომლის შვილები ჩვენს რიგებში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, დღეს ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის გზაზე ჩვენ დიდი მომავალი გველის", - აცხადებს არახამია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლით გაოგნებული და შეშფოთებულია
🔵ვიყენებ ვეტოს, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას - სალომე ზურაბიშვილი
1790571841
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 სექტემბერს საქართველოში
28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1790541336
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი
„დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი“, - განაცხადა გ...
1790540418
ახალი ამბებივახტანგ ჭარაია: „ნამოხვანჰესის“ ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი
„გინდ ქართველი იყოს, გინდ უცხოელი, ამოსავალი წერტილი ეს არ უნდა იყოს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა ინვესტიციას ახორციელებს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ინვესტიცია, ახლავს თუ არა მას ისეთი ხიფათი, რომე...
1790538684
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ბახმაროს სემინარზე: კვლავ ცდილობენ, ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული
„იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი გახლდათ, დეპუტატიც იყო სხვადასხვა პარტიიდან და ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში იყო „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. აღსანიშნ...
1790536832
ახალი ამბებირამაზ სვანაძე: ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება, იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა...


























