"არ მინდა, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთო - კი მაგრამ, რომელი ახალგაზრდა იგლოვეთ თქვენ, მიშროპოლიტო?"- ჯაბა ხუბუა
"ფოთისა და ხობის მიშროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს – სააკაშვილს მოძრაობა შენელებული აქვს, არადა, ადრე ტყვიასავით იყოო! მართალია მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი – სააკაშვილი ადრე ტყვიასავით იყო და სწორედ იმიტომ დახოცა იმდენი ხალხი!" – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ვიზიტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
"მიშროპოლიტ ბერბიჭაშვილის ბერდენკა და ტყვიასავით სააკაშვილი
ფოთისა და ხობის მიშროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს - სააკაშვილს მოძრაობა შენელებული აქვს, არადა, ადრე ტყვიასავით იყოო!
მართალია მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი - სააკაშვილი ადრე ტყვიასავით იყო და სწორედ იმიტომ დახოცა იმდენი ხალხი!
ჰო, სააკაშვილი ტყვიასავით რომ იყო, სწორედ იმიტომ წვანან დღეს მიწაში გურამ შარაძე და სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე და გია კრიალაშვილი, როინ შავაძე და სერგო თეთრაძე, დათო ცინდელიანი და პაატა ქარდავა...ბევრი სხვა.
არ მინდა, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთო - ამბობს მიშროპოლიტი ბერბიჭაშვილი!
კი მაგრამ, რომელი ახალგაზრდა იგლოვეთ თქვენ, მიშროპოლიტო?
მაგ თქვენი ტყვიასავით სააკაშვილის მიერ დახვრეტილი რომელი ახალგაზრდის გამო დაგედინათ კურცხალი და რომელი შვილმოკლული დედისა და მამის ტრაგედია მიიტანეთ გულთან?
თქვენ მაშინ საგლოვად სად გეცალათ, მიშროპოლიტო?
თქვენ მაშინ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ,,პაესტკებში" დაჰყავდით დუბაისა თუ პარიზში, რაც, სხვათა შორის, მის მიერ 9 მილიონის გაფლანგვის შესახებ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დოკუმენტურად არის დადასტურებული.
თქვენ მაშინ, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, პირდაპირ ფოთის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ეწეოდით მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი ნაცრეჟიმის აგიტაციას და 2012 წელს მრევლს მოუწოდებდით, 5 ნომერი შემოეხაზათ!
ეჰ, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, ეგ თქვენი ტყვიასავით სააკაშვილი საქართველოს ისე მოხვდა გულში, როგორც ილიას - ბერბიჭაშვილის ბერდენკიდან გასროლილი ტყვია!
თქვენ კი, მიშროპოლიტო ბერბიჭაშვილო, რა თქმა უნდა, ტყვიასავით სააკაშვილი უფრო გტკივათ, ვიდრე მის მიერ მოკლული საქართველო!
ისე, მიშროპოლიტო, ახლანდელი ციხის პირობებზე რას იტყვით? ჯობია ყოფილი წულუკიძის, ანუ ხონის კოლონიას, სადაც თქვენ ოთხიდან ერთ-ერთი პატიმრობის დროს იხდიდით სასჯელს?!",- წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის მეუფე გრიგოლმა, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დღეს, საპატიმროში მოინახულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...
1791824931
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...
1791821802
მსოფლიოვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ
ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...
1791820055
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...
1791818366
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება
მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...































