გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში

ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცნენ, იმიტომ რომ ნუთუ ვერ ხვდებიან მათი პატრონები, რომ ამ ადამიანების ადგილის საზოგადოებაში აღარ არის. არანაირი რეიტინგი, არანაირი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან , ამ მიწასთან გასწორებულ რადიკალებს აღარ გააჩნიათ, თუმცა მაინც ცდილობენ ბოლო გაფართხალება, საზოგადოებაში ტემპერატურა ასწიონ და მოუწოდებენ ხალხს გამოსვლისკენ - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის აქცია მარცხისთვისაა განწირული.
„ხალხი ხედავს ძალიან კარგად, რომ ჩვენი მთავარი გზავნილი მსოფლიოსათვის არის - მშვიდობიანი საქართველოს შენება, მათგან განსხვავებით, იმიტომ რომ მათ ერთხელ გადაჩეხეს ჩვენი ქვეყანა პატრონების დავალებით უფსკრულში და მორიგ ჯერზე ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში. ამიტომ მათი ეს მორიგი აქციაც არის მარცხისთვის განწირული, ამას ქართველი ხალხი ნათლად დაინახავს 4 ოქტომბრის არჩევნებზე. ხედავთ როგორ შეცვალეს თავიანთი რიტორიკა, თავიდან იმუქრებოდნენ გადატრიალებით, მშვიდობიან დამხობით, ახლა ყოფილმა მომღერალმა [პაატა ბურჭულაძემ] შეცვალა თავისი რიტორიკა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, პირდაპირ ვიტყვი რომ, ნამეტანია მისი ეს გამოხტომები და განცხადებები, რომ შეცვალა თავისი ტერმინები და ხედავს რომ სახელმწიფოსთან ასეთი რიტორიკით თამაში არ გამოუვა და სახელმწიფოს ძალიან მკაცრი და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა ასეთ განცხადებაზე, რომელიც მოწოდებულია რევოლუციური სცენარებისკენ, ქვეყნის დამხობისკენ. შეალამაზეს ახლა ტერმინები და ასეთ რაღაცებს აკეთებენ“,- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
1758360183
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტსაარჩევნო პერიოდში
როდესაც „ქართული ოცნება" ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც,...
1758358777
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რით გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში - ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები
„დასანქცირების აბსურდი გრძელდება“, - ამ სიტყვებით აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწეს...
1758358674
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე: რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს ეხება. ის შეეხო მათ მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრი...
1758356992
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ
„რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წ...
1758355535
საზოგადოება2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვი...