"არაფერი დასამალი არაა, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ" - ამირან გამყრელიძე

"არაფერი დასამალი არაა, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გამყრელიძე ამბობს, რომ სამშობლოს მნიშვნელოვანი პოზიციიდან ბევრი წელი პატიოსნად ემსახურა.
ამასთან, NCDC-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ის აგრესიული არ არის და პირადი დაპირისპირება არავისთან არ ჰქონია.
რაც შეეხება წერილს, რომელიც პირველ თებერვალს „ფორმულამ“ და TV პირველმა გაავრცელეს და რომელიც გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მის მოადგილეს თამარ გაბუნიას გაუგზავნა, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ემოციური წერილი იყო და არ უნდა გამოქვეყნებულიყო.
„მე აგრესიული არ ვარ. არაფერი არ არის დასამალი, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ. მნიშვნელოვანი პოზიციიდან ვემსახურე ჩემს ქვეყანას. ვემსახურე პატიოსნად. პირადად დაპირისპირება არავისთან არ მქონია. დღესაც ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა. შეიძლება ცოტა ემოციურიც იყო ეს წერილი და არ მინდოდა მისი გასაჯაროება, მაგრამ რატომღაც ვიღაცამ მისცა ეს წერილი პრესას“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღო, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გულახდილად თქმის დრო ჯერ არ არის.
„ჯერ არ არის ამის დრო, რომ ყველაფერი გულახდილად გითხრათ. მე თვითონ დაპირისპირება არავისთან არ მქონია, თუ ვინმე მიპირისპირდებოდა, ეს უკვე სხვა საკითხია და მათ უნდა ჰკითხოთ. დიდი გზა მაქვს გავლილი და ვცდილობ, ყველა საკითხი კონსენსუსის სახით გადავწყვიტო. ასე იყო 10 წლის განმავლობაში, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვიყავი", – აცხადებს გამყრელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
* დიდთოვლობის გამო გურიაში ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
1756281188
ახალი ამბებიიმპერია, რომელიც არსებობას არასდროს შეწყვეტს — 27 აგვისტო და Empire of the Sun შეკვეთილში
27 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage-ზე ავსტრალიური მუსიკალური პროექტის, Empire of the Sun-ის კონცერტი გაიმართება. პოპულარული დუეტი არაერთხელ ყოფილა ისეთი მსოფლიო მასშტაბის ფესტივალების მონაწილე...
1756278669
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1756276961
მსოფლიო„ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია, ბევრი კითხვა ჩნდება, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული“ - გაერო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში, ნასერის საავადმყოფოზე იერიშზე
გაერო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე დარტყმებს ეხმაურება. „ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია. ბევრი კითხვა ჩნდება ჟურნალისტებზე დამიზნებასთან დაკავშირებით და ყველა ასეთი შემ...
1756274745
ახალი ამბებიზუკა რურუა ხვიჩიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე: ვფიქრობ, ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე კონკურენცია გაუწიოს
„ვფიქრობ, ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე კონკურენცია გაუწიოს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა,...
1756272439
ახალი ამბებითბილისში „გირჩის“ მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება
„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა. ითქვა, რომ ის პრაიმერიზით შეირჩა. ვიცე-მერად ალექსანდრე რაქვიაშვილი დასახელდა. გარდა ამისა, პარტიამ საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაას...