არჩილ გორდულაძე: პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ
პედაგოგიური საქმიანობა როგორც სკოლაში განათლების მიცემას გულისხმობს, ასევე გულისხმობს უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვასაც, შესაბამისად პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე განმარტებით, პედაგოგი უშუალო უფროსისგან აიღებს თანხმობას და მარტივად ჩაატარებს ორ სკოლაში გაკვეთილებს. გორდულაძის თქმით, პედაგოგიური საქმიანობის უფლება აქვთ საჯარო მოხელეებსაც.
„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა რეპეტიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციების თაობაზეც.
„რეპეტიტორული საქმიანობა არ არის რეგულირებული საქმე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, სკოლასთან შეუთანხმებლად თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვებს“, - განმარტავს გორდულაძე.
1763316315
საზოგადოებაგივი მიქანაძე: კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი გამოეწვიათ რეპეტიტორული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებში
კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული, - განაცხადა გადაც...
1763316192
საზოგადოებაშარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა
როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...
1763311804
საზოგადოებაგიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე
ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...
1763311706
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული
ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განა...
1763311632
საზოგადოებამეუფე შიო: რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს
რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის...


























