სოზარ სუბარი 20 ივნისის ღამეზე: მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო

 დაზარალებული ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ „ჩვენ ვიდექით ისეთ ადგილზე, საიდანაც ვიღებდით და პირდაპირ დამიზნებით ხდებოდა ჩვენი მიმართულებით სროლა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიასა და 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც გაკეთდა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, რომ არანაირი ძალის გამოყენების საჭიროება არ იყო და რომ არ იგეგმებოდა მიტინგის დაშლა.

„ფანჯრიდან, რომლიდანაც ერთად ვიყურებოდით, არ ჩანდა, რა საშუალება იყო გამოყენებული, მაგრამ როცა გავედი გვერდით ოთახში, პირდაპირ ეთერში ყველა არხზე გადაიცემოდა, რომ ადამიანებს პირდაპირ სახეში ხვდებოდათ რეზინის ტყვიები, თვალს კარგავდნენ. მე ვუთხარი, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია და აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო. ამის შემდეგაც კიდევ შემოვიდა ჩვენი თანაგუნდელი, რომელმაც იგივე გამეორა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, უამრავ ადამიანს მიღებული ჰქონდა დაზიანება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ ლიდერმა ისაუბრა ჩორჩანას საქმეზეც, რომელზეც გიორგი გახარიას ასევე ბრალი აქვს წაყენებული.

„ერთი კვადრატული მეტრიც კი არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნისთვის და როცა ლაპარაკია მილიონ კვადრატულ მეტრზე, ბუნებრივია, რომ ამაზე პასუხისგება მოუწევს ადამიანს, ვისაც შეეძლო, ეს აეცილებინა თავიდან და ვინც, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტერიტორია ჩვენ დაგვეკარგა.

საეჭვოა ისიც, რომ ეს არის თემა, რომელშიც ყველა ჯურის „ნაცი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ქვედანაყოფები და გახარია ერთ ხმაზე მღერიან, ყველა აგენტი რატომღაც ერთ პოზიციაზე აღმოჩნდა უეცრად და ეს პოზიცია არის გამართლება რუსული პოზიციის, რომელმაც 100 ჰექტარი, მილიონი კვადრატული მეტრი წაგვართვა“, - განმარტა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა, ასევე ისაუბრა გიორგი გახარიასთვის „ჰერტის სკოლის“ მიერ მინიჭებულ სტიპენდიაზეც.

„გახარიას აგენტობას მორიგ ჯერზე ამტკიცებს ერთი ფაქტი, როგორც ყველა აგენტი, ისიც გაიქცა უცხოეთში და მას მიანიჭეს სტიპენდია, ამ შემთხვევაში გერმანულმა „ჰერტის სკოლამ“, მაგრამ ამ სკოლის უკან დგას ამერიკული NED-ი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ კაცობრიობის მტრად გამოაცხადა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროპაში ისინი ჩვეულებრივად საქმიანობენ“, - დასძინა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763316377

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას

 ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, ამ შემთხვევაში მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვი...

მარიამ ლაშხი

1763316315

საზოგადოება

გივი მიქანაძე: კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი გამოეწვიათ რეპეტიტორული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებში

 კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული, - განაცხადა გადაც...

გივი მიქანაძე

1763316192

საზოგადოება

შარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა

 როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1763311804

საზოგადოება

გიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე

 ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...

გიორგი აბაშიშვილი

1763311706

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული

 ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განა...

ირაკლი ნადარეიშვილი