მარიამ ლაშხი: ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას
ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, ამ შემთხვევაში მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუ პირს ერთ დაწესებულებაში აქვს ხელშეკრულება და მას უნდა, რომ ხელშეკრულების გარეშე პედაგოგიური საქმიანობა სახლში აწარმოოს, სადაც არ არსებობს არც ხელშეკრულება, არც რაიმე ტიპის გადასახადების გადახდა, სადაც სახელმწიფო ვერ ხედავს მის საქმიანობას, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას ნებისმიერი შეთანხმებების გარეშე.
„პედაგოგმა, რომელიც მუშაობს ორ სკოლაში, ორ უნივერსიტეტში, ტრენინგ ცენტრსა თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში, თუ არ გააფრთხილა დამსაქმებელი, ამ შემთხვევაში კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ამ სახელფასო ანაზღაურების უკან დაბრუნებას“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
1763316315
საზოგადოებაგივი მიქანაძე: კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი გამოეწვიათ რეპეტიტორული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებში
კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული, - განაცხადა გადაც...
1763316192
საზოგადოებაშარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა
როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...
1763311804
საზოგადოებაგიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე
ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...
1763311706
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული
ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განა...
1763311632
საზოგადოებამეუფე შიო: რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს
რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის...


























