არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან

როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, საქართველო შემდგარი ქვეყანაა.

„ყველასათვის ცნობილია წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობა, ყველასთვის მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენების არსებობა ჩვენს ქვეყანაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად იქცევა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების შეკრება მიმდინარეობდა, შუა დერეფნის ფარგლებში ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებს საქართველოს არსებობა უბრალოდ დაავიწყდათ. არ მგონია, რომ არ იცოდნენ, რუკაზე საქართველოს სად მდებარეობს, მაგრამ ნარატივებს მიჰყვებიან. ამ ნარატივების მიღმა ზუსტად ის ძალები დგანან, რომლებიც საქართველოში რევოლუციის მცდელობებით არიან დაკავებულები.

როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულია ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780747189

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების. ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება

მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმ...

გიორგი სოსიაშვილი

1780745321

საზოგადოება

კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ. მისივე განმარტებით, მსგავს არა...

კახა კალაძე

1780744616

საზოგადოება

კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან, თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება. „დაპირი...

კახა კალაძე

1780743682

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა. ა...

კახა კალაძე

1780742717

საზოგადოება

კახა კალაძე: ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა

„დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა დ...

კახა კალაძე