არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ

ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2003-2012 წლებში. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ოღონდ მათ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ადამიანი მიიტმასნეს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, გარე ძალები საქართველოში ვერც პოულობენ ისეთ პირებს, რომელთაც შეუძლიათ, გარკვეული თანხებისა თუ გავლენის სანაცვლოდ, სამშობლოზე უარი თქვან, რაც ძალიან კარგია.

„სხვა ძალების დავალების შემსრულებელ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ, რომ ყველაფერზე ხელი მოაწერონ, მათ შორის ისიც შეუძლიათ, რომ ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ, ხელით შეეხონ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიონ ერთმანეთი, ერთმანეთის ოჯახის წევრები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენენ - რეალურად ეს არის ერთი კლასტერი, ერთი დიდი დაჯგუფება და ბანდა, რომელიც ცდილობს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ და ვხედავთ, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული. ეს ძალიან კარგიც არის. ჩვენ შეგვიძლია მოვიმარაგოთ „პოპკორნი“ და დაჭმის ახალ სერიას დაველოდოთ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780748695

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის - მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო და არ შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1780747189

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების. ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება

მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმ...

გიორგი სოსიაშვილი

1780745321

საზოგადოება

კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ. მისივე განმარტებით, მსგავს არა...

კახა კალაძე

1780744616

საზოგადოება

კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან, თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება. „დაპირი...

კახა კალაძე

1780743682

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა. ა...

კახა კალაძე