არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელსაც სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ორმხრივი ხელშეკრულება არსებობს საქართველოს და ევროკავშირს შორის, რომელიც მოიცავს მთელ რიგ საკითხებს უვიზო მიმავლის შესახებ.
„სამართლებრივ ჭრილშიც რომ შევხედოთ, მთავარია დაცულია თუ არა ეს კონკრეტული მოთხოვნები, არის თუ არა საკმარისად მკაცრი საქართველოს კანონმდებლობა, რომ უკანონო მიგრანტები არ იყვნენ საქართველოში და არ გახდეს საქართველო გამტარი უკანონო მიგრანტებისა, ევროკავშირის მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტად გამკაცრებული გვაქვს კანონმდებლობა. სულ ცოტა ხნის წინ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო ჩვენი ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა.
აქ სამართალთან და ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ გამოიყენონ სხვადასხვა მექანიზმი საზოგადოებაზე წნეხის მოსახდენად და შანტაჟის სხვადასხვა საცეცების გამოყენებით ქართულ საზოგადოებას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც არ უნდა. 2003-2012 წლების დაბრუნება ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით რამდენიმე თვის წინ შეიცვალა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. უფრო გამარტივდა და დამოკიდებული გახდა მხოლოდ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე.
1780747189
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების. ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება
მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმ...
1780745321
საზოგადოებაკახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ. მისივე განმარტებით, მსგავს არა...
1780744616
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან, თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება. „დაპირი...
1780743682
საზოგადოებაკახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა. ა...
1780742717
საზოგადოებაკახა კალაძე: ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა
„დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა დ...



























