აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც სუს-მა უმასპინძლა, დასრულდა
აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა დანაყოფებმა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.
მათივე ცნობით, საველე-პრაქტიკულ სწავლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სწავლების მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა.
სწავლების დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და პერსონალური მონეტები გადაეცათ.
დახურვის საზეიმო ცერემონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა.
(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენარალ-მაიორი):
„სწავლების პროცესში კარგად წარმოჩინდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სპეც-სამსახურებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე“, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ გიგა ნიკოლეიშვილმა.
„სამივე უწყება მონაწილეობდა როგორც უწყებათაშორისი მორეაგირე ჯგუფი, რომელიც ახდენდა რეაგირებას სამ კომპლექსურ ქბრბ და განაღმვითი სამუშაოების სცენარზე. სამი დღის განმავლობაში სამივე დანაყოფმა დაამტკიცა ამ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით ტაქტიკის, სტრატეგიისა და ოპერაციების შედეგიანობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკლ ბრედვიკმა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით.
უწყებათშორისი საველე სწავლება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში, ეფექტური ღონისძიებების გატარების, კოორდინირებული მუშაობისა და წარმატებული საქმიანობის გარანტიაა.
დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
სწავლება უპრეცედენტოა და საქართველოში პირველად ჩატარდა“, – აცხადებენ სახელმწიფო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































