„აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში... მშობლებისთვის, როცა ვცდილობთ, ცნობიერება ავამაღლოთ, ეს არის კატასტროფა“ - აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები და უფლებადამცველები განცხადებებით ეხმაურებიან.

„დაიჯესტი“ აუტიზმის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელს თამარ იარაჯულს დაუკავშირდა და მოისმინა, თუ რას ფიქრობს იგი ამ თემაზე. 

რა თქმა უნდა მსგავსი სტატუსით ნებისმიერი პოლიტიკოსის მოხსენიება ამაზრზენია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, მსგავსი საქციელი არის ძალიან დამამცირებელი, იგივე მისთვის და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და არა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის.

ვფიქრობ, მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში და არ ვიცი, რანაირად შეიძლება მსგავსი საქციელის გამოსწორება, მაგრამ ეს ამ საუკუნეში და ამდენი შრომის შემდეგ მშობლისთვის, როცა ვცდილობთ, რაღაცნაირად ცნობიერება ავამაღლოთ, არის კატასტროფა, როდესაც ასე მოიხსენიებს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება თუ საჯარო მოხელე.

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა“, - განუცხადა თამარ იარაჯულმა „დაიჯესტს“.

გარდა ჩვენთან გაკეთებული ინტერვიუსა, აღნიშნულ საკითხზე თამარ იარაჯულმა ახლახან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

შეგნებულად არ ვდებ გიორგი ვაშაძის მიერ განცხადებას, რომელიც ეხება აუტისტურ სპექტრს, სამარცხვინოა ამ საუკუნეში და მშობლების ამდენი შრომის შემდეგ დამამცირებელ კონტექსტში აუტიზმის ასე მოხსენიება და მოვითხოვთ ყველა ბოდიშს, ბატონო გიორგი, ველოდებით პირველ რიგში ბოდიშს.

როდის გათენდება ამ ქვეყანაში“, - წერს  თამარ იარაჯული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი

1755692506

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

5 516 აბი არადეკლარირებული

1755689013

ახალი ამბები

„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...

პროკურატურა

1755688007

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...

ლევან მახაშვილი

1755685048

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები