"ბრძოლა გაგრძელდება, მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ" - ნიკა მელია
"საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა, რა თქმა უნდა ისეთივე არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"უახლოეს პერიოდში თქვენ გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას და არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა იმ მზაკვრულ, მაგიდაზე დადებულ გეგმას, რომელსაც ხორცი ვერ შეესხა და ეს გეგმა გულისხმობდა სისხლის ღვრას.
დიახაც, სამოქალაქო დაპირისპირებას და ის, რომ არ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და არავითარ შემთხვევაში რეჟიმის.
მაგრამ, მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ.
არც ერთი ჩვენგანი, მე დავიფიცე ყველა ქალაქში, სადაც ვიარე და ვთქვი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ", – განაცხადა ნიკა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განაცხადებით, ექსპრეზიდენტი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, სადაც მოთავსების შემდეგ შიმშილობას შეწყვეტს. ადვოკატის ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილს დღესვე გადაიყვანენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია.
🔲 დეკანოზი თამაზ ლომაძე: აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!
🔲 პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































