ყველაზე ღარიბი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლანი შეიკრიბა ... დამშეულ ერს ამ მასკარადს აყურებინებენ - სამოქალაქო აქტივისტი დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე

დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისს ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

„წულუკიანის მეჯლისი" დადიანების სასახლეში...

ასეთი აღვირახსნილობა მართლა იშვიათად მინახავს, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლანი შეიკრიბა, თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან, ფულსაც თვითონ იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამშეულ ერს, რომლის დიდ ნაწილსაც საახალწლო სუფრაზე ალბათ გოზინაყიც კი არ ედო, ამ მასკარადს აყურებინებენ.

პური არაა, მაგრამ თვითონ სანახაობის პროფანაცია, არის. ვუყურებ და თან ნერვები მეშლება, თან მეცინება, იმდენად კომიკურია მათი ტყლარწვა, როგორ სულმოუთმენლად უნდათ, რომ ერთი დღით მაინც მეფის კარზე იცხოვრონ.

სიმართლე რომ ითქვას, "მეჯლისი" ერთადერთი იყო, რაც ჩვენს აღვირახსნილ კორუფციულ მონარქიას აკლდა იმისათვის, რომ ზუსტი სურათი გვქონდეს, სად ვცხოვრობთ. აღარც თავს ვიტყუებთ და აღარც თვითონ გვატყუებენ, ამ ნაწილში.

"შობას გილოცავთ"

მონარქია უნდა დაეცეს!“, - წერს გიორგი კიკონიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა (ფოტო)

🔵 "წითელი ფერი საბჭოთა კავშირს მახსენებს და მეშინია" - რას წერს დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი

🔵 შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას გატაცებულ ცხედარზე რაღაც მანიპულირება მოხდა - საიას თავმჯდომარე ექსპერტიზის დასკვნაზე

🔵 ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან

🔵 7 მილიონს ვუხდით 9 სამინისტროს თანამშრომლებს 1-10 იანვრის უქმე დღეებში - ფლანგვის დეტექტორი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765805781

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს

გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...

მაია ბითაძე

1765804807

ახალი ამბები

ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1765804294

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1765803583

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ

„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...

დავით მათიკაშვილი

1765801157

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...

 მოძრაობა აკრძალულია